„დღეს უკვე დადგენილია, რომ სიხარულს და მასთან დაკავშირებულ სიამოვნების ჰორმონებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ჯანმრთელობის განვითარებაში. მეტსაც ვიტყოდი, არამარტო ბავშვებში, მოზრდილებში, დიდებში და ნაყოფის შემთხვევაშიც კი. როდესაც ნაყოფს ეფერება დედა თუ მამა, დადებითი ემოციები ვითარდება და ნაყოფი უფრო წყნარი, მშვიდი და ბედნიერია. ყველას უნდა, რომ შვილი ჰყავდეს გონიერი, სახიერი, გულადი, მამაცი, კდემამოსილი. ამ ყველაფრის საფუძველი ჯანმრთელობაა.
თითქოს ყველაფერში ზომაა საჭირო, მაგრამ როდესაც ბავშვის მოფერებასა და სიყვარულის გამოხატვაზე ვლაპარაკობთ, აქ ზომა არ არის, რაც მეტი - მით უკეთესი. ოღონდ მე ხშირად ვიმეორებ, მოფერება, ალერსი,
ერთი მომენტი არის კიდევ, დალოცვაში (როდესაც ვლოცავთ ბავშვს), ცოტა ორაზროვანი გამოთქმა არის. კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა, მე დავიბადე მსოფლიოში უმცირესი მდინარის, ზანას ნაპირასო, ვსწავლობდი სხვადასხვა უნივერსიტეტშიო და მთელი ჩემი ცხოვრება ვეჯიბრებოდი ამერიკელებს, რუსებს, გერმანელებს, ებრაელებსო. შენ, ჰეი, მსოფლიოში უმცირესი მდინარის ნაპირას დაბადებულოო, არ დაგჩაგრონო დიდი მდინარეების პირას დაბადებულებმაო. ამაში რა არ მომწონს იცით, ცოტათი არასრულფასოვნების კომპლექსი არის. მაგრამ იყოს ეს პატარა არასრულფასოვნების კომპლექსი, თუ ეს მისცემს შესაძლებლობას ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს ბავშვებს, თავიანთი თავის რეალიზაცია მაქსიმალურად მოახდინონ. შესანიშნავი ფილმია, „ღვინის ქურდები“, გივი ბერიკაშვილის პერსონაჟი რომ ამბობს, ჩემი აზრით, ამ ცხოვრების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ წიწილასგან არწივი გაიზარდოსო. ამიტომაც ჩვენი ამოცანა, პედიატრების, პედაგოგების, საზოგადოების ის არის, რომ ახალი თაობა უფრო ბედნიერი იყოს, სიხარულით აღსავსე და თავიანთი რეალიზაცია შეძლონ,“ - ამ თემაზე პედიატრმა ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.