Baby Bag

ყველაზე იაფი და საუკეთესო დამატენიანებელი

ყველაზე იაფი და საუკეთესო დამატენიანებელი

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია მშობლებს ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის ყველაზე იაფ და საუკეთესო დამატენიანებელს - თეთრ ვაზელინს ურჩევს:

,,საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს,'' - აღნიშნავს ექიმი. 

ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე - ინტერვიუ ზაზა თელიასთან

შეიძლება დაინტერესდეთ

​სამი ნიშანი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობად

​სამი ნიშანი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობად

ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი ნანა ტატიშვილი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობ სამ ნიშანს ასახელებს. 

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ნიშანი არსებობს, რომელზეც ყურადღება აუცილებლად უნდა გამახვილდეს. პირველი, როცა ბავშვი თავის სახელზე არ იხედება, 10 დაძახებიდან 6-7-ჯერ მაინც უნდა ჰქონდეს რეაქცია, მეორე - საჩვენებელ თითს არ იყენებს მისათითებლად და მესამე, როცა ჩვენს მითითებულზე არ ატრიალებს თავს და არ უყურებს ნივთს:

,,თუ ეს სამი ნიშანი შეამჩნიეთ 18 თვემდე ბავშვს, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. არ დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ არა უშავს, თავისით გამოსწორდება, არ გამოსწორდება თავისით. აჟიოტაჟის ატეხვა სჯობს, ვიდრე  ის, რომ რაიმე გამოგვეპაროს,'' - აღნიშნა ნანა ტატიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“. 

წაიკითხეთ სრულად