Baby Bag

​სამი ნიშანი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობად

​სამი ნიშანი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობად

ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი ნანა ტატიშვილი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობ სამ ნიშანს ასახელებს. 

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ნიშანი არსებობს, რომელზეც ყურადღება აუცილებლად უნდა გამახვილდეს. პირველი, როცა ბავშვი თავის სახელზე არ იხედება, 10 დაძახებიდან 6-7-ჯერ მაინც უნდა ჰქონდეს რეაქცია, მეორე - საჩვენებელ თითს არ იყენებს მისათითებლად და მესამე, როცა ჩვენს მითითებულზე არ ატრიალებს თავს და არ უყურებს ნივთს:

,,თუ ეს სამი ნიშანი შეამჩნიეთ 18 თვემდე ბავშვს, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. არ დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ არა უშავს, თავისით გამოსწორდება, არ გამოსწორდება თავისით. აჟიოტაჟის ატეხვა სჯობს, ვიდრე  ის, რომ რაიმე გამოგვეპაროს,'' - აღნიშნა ნანა ტატიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“. 

აუტიზმის ადრეული ნიშნები ჩვილ ბავშვებში
ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე დაკვირვება მშობლისთვის დაუვიწყარი ​​გამოც​​დილებაა.​ თითოეული პატარა განსხვავებულად იზრდება და ვითარდება. ზოგიერთ მათგანს ზრდისა და ჩამოყალიბების პროცესში გარკვეულ...
რა ნიშნებით უნდა ამოვიცნოთ აუტიზმი?
რა ნიშნებით უნდა ამოვიცნოთ აუტიზმი? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორინანა ტატიშვილი საუბრობს. არ დაგავიწყდეთ !!!Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველა...
„ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე უნდა ისწავლოს თვითდამშვიდება და თვითჩაძინება,“ - ბავშვთა ნევრო...
​ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა ბავშვებში ძილის დარღვევის განვითარების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნული პრობლემის გენეტიკურ ხასიათს გაუსვა ხაზი:„ძილის დარღვევის დროს ძალიან ხშირია ოჯახური წინასწარგ...
„ექვს წლამდე ასაკში თავის ტკივილი განგაშის საგანს წარმოადგენს,“ - ნანა ტატიშვილი
​ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა იმ სიმპტომებისა და ნიშნების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე მიგვანიშნებს. მისი თქმით, ასეთ დროს ბავშვის აქტივობა ჩვეულებრივი არ...
„საზოგადოებაში რატომღაც გავრცელებულია აზრი, რომ აუტიზმი თუ გაქვს ვერ უნდა ლაპარაკობდე ან ვ...
​ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ​ბავშვებში გავრცელებული პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელთა გამო მშობლები ნეიროფსიქოლოგებს ხშირად მიმართავენ:„ვის სჭირდება ჩვენი დახმარება? ამ ბოლო დროს ჩვეულებრ...
„უკვე ერთი წლის ასაკის ბავშვზეც შეიძლება ექიმმა ეჭვი მიიტანოს, რომ პოტენციურად, შესაძლოა,...
​ფსიქოლოგმა მაია მაჭავარიანმა აუტიზმის სპექტრის აშლილობების შესახებ ისაუბრა და ის ასაკი დაასახელა, როდესაც პედიატრებს ან ბავშვთა ნევროლოგებს აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე ეჭვის მიტანა შეუძლიათ:„2-3 წლა...

შეიძლება დაინტერესდეთ

ყურძნის მარცვალი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს

ყურძნის მარცვალი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს

ექიმები მშობლებს კატეგორიულად აფრთხილებენ, რომ ყურძნის მარცვლები მცირეწლოვანი ბავშვებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. სამედიცინო დაწესებულებებში ყოველწლიურად არაერთი ბავშვი მიჰყავთ, რომლებიც ყურძნის მირთმევის გამო სასიკვდილო საფრთხის წინაშე დგებიან.

ხუთი წლის ბიჭი სკოლაში ყურძნის მირთმევის შემდეგ გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მას პირველადი დახმარება სწრაფად აღმოუჩინეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ბავშვს გულის შეტევა დაემართა. 17 თვის ბიჭი, რომელიც ყურძენს ოჯახის წევრებთან ერთად მიირთმევდა, გაიგუდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მედიკოსებმა სასუნთქი გზებიდან ყურძნის მარცვლის ამოღება მოახერხეს, მაგრამ ის მაინც გარდაიცვალა.

ხუთი წლის ბიჭი პარკში ყოფნისას ყურძენს მიირთმევდა, მას მარცვალი გადასცდა, რის შედეგადაც გონება ორჯერ დაკარგა. საავადმყოფოში გატარებული მძიმე ხუთი დღის შემდეგ ბავშვი, საბედნიეროდ, გადარჩა.

ბავშვების დახრჩობის გამომწვევ მიზეზებს შორის საკვები ერთ-ერთი მოწინავეა. პატარების ნახევარზე მეტი სწორედ საკვების გადაცდენის შედეგად იღუპება. ყურძენი ყველაზე საშიშ საკვებ პროდუქტებს შორის მესამე ადგილს იკავებს.

ყურძენი მისი ზომისა და ფორმის გამო ბავშვის სასუნთქ გზებში მარტივად ხვდება და მას სრულად კეტავს. ყურძენს საკმაოდ გლუვი ზედაპირი აქვს, რის გამოც პირველადი დახმარების ჩატარებისას მისი სასუნთქი გზებიდან ამოტანა ძალიან რთულია. მცირეწლოვანი ბავშვები ყურძნის მირთმევისას უდიდესი საფრთხის წინაშე არიან, რადგან:

  • არ აქვთ კარგად განვითარებული კბილები, რის გამოც საკვების სრულფასოვნად ღეჭვას ვერ ახერხებენ.
  • მათი ყლაპვის რეფლექსი ჯერ კიდევ ვითარდება.
  • ბავშვის სასუნთქი გზები ძალიან ვიწროა.

მშობლებმა მცირეწლოვან ბავშვს ყურძენი შუაზე გაჭრილი ან ოთხ ნაწილად დაჭრილი უნდა მიაწოდონ. ეს პრაქტიკული რჩევა ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რათა ბავშვი დახრჩობისგან დაიცვან.

მომზადებულია ​www.capt.org.uk-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად