Baby Bag

ფოტოები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბავშვების ყურადღების გარეშე დატოვება არც ერთი წამით არ შეიძლება

ფოტოები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბავშვების ყურადღების გარეშე დატოვება არც ერთი წამით არ შეიძლება

ექთანი სტეფანი პლანიტი სამი შვილის დედაა. მან თავისი შვილები სულ რამდენიმე წუთით დატოვა მარტო და აი, შედეგიც. 

ბავშვებმა თმის საპარსი მანქანით იმაიმუნეს და ერთმანეთს განსხვავებული სტილის ვარცხნილობები გაუკეთეს. 

 

 

წყარო: boredpanda

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვების ეს ორი ჯგუფი მრავალი შეცდომის დაშვების რისკის ქვეშ არის - ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

ბავშვების ეს ორი ჯგუფი მრავალი შეცდომის დაშვების რისკის ქვეშ არის - ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

ფსიქოლოგმა ზაზა ვარდიაშვილმა მშობლის მხრიდან ბავშვზე ჰიპერმზრუნველობის მავნე შედეგებზე ისაუბრა:

„რა თქმა უნდა, მშობელი ცდილობს, რომ ბავშვი დაიცვას მაქსიმალურად, მაგრამ როგორც კვლევები აჩვენებს, ბავშვების ორი ჯგუფია მრავალი შეცდომის დაშვების რისკის ქვეშ. პირველი ჯგუფი არის ბავშვები, რომლებსაც აქვთ ე.წ. ჰიპერაქტივობისა და ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტის პრობლემები. მეორე ის ბავშვები, რომლებიც ჰიპერმზრუნველობით იზრდებიან.“

ზაზა ვარდიაშვილის თქმით, ადამიანი 21 წლამდე მწვავე, ხოლო 21 წლიდან 31 წლამდე არამწვავე შეცდომებით სწავლობს:

„21 წლამდე ასაკს ვეძახით მწვავე შეცდომებით გამოცდილების მიღების ასაკს. 21 წლიდან 31 წლამდე არამწვავე შეცდომებით გამოცდილების მიღების ასაკს. მხოლოდ 31 წლიდან არის შესაძლებელი, რომ ადამიანმა პრაქტიკულად გაანულოს შეცდომები რაოდენობა. ესეც იშვიათ შემთხვევებში გვხვდება.“

„როდესაც ბავშვი მიჩვეულია, რომ მას მშობლის სიგნალი აჩერებს, ​საკმარისია მშობელმა ყურადღება მოადუნოს და შეიძლება, ტრავმატიზმი ფატალურად დამთავრდეს. სანამ არ დაუძახებს დედა, მიცოცავს ხეზე. დედამ ან ძიძამ ყურადღება თუ მოადუნა, იქ უკვე ბევრად მეტი საშიშროება იქმნება. ამიტომ მაქსიმალურად არის საჭირო, რომ მეტი თავისუფლება, მეტი დამოუკიდებლობა მივცეთ ბავშვს ამ შემთხვევებში,“ - აღნიშნულ საკითხზე ზაზა ვარდიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ნაშუადღევს“ ისაუბრა.

წყარო: ​„ნაშუადღევს“

წაიკითხეთ სრულად