Baby Bag

„ნეტა ეს არასდროს მენახა“ - დაუჯერებელია, რომ ეს ნამდვილად ქალის მკერდია

„ნეტა ეს არასდროს მენახა“ - დაუჯერებელია, რომ ეს ნამდვილად ქალის მკერდია

საოცარი ქმნილებაა ადამიანი, რომლის შესახებ უამრავი საინტერესო ფაქტი ჯერ კიდევ არ ვიცით. 

მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ ადამიანის მეხსიერება 4 ტერაბაიტს აღემატება ან ადამიანის თვალს 10 მილიონზე მეტი ფერის გარჩევა, რომ შეუძლია...

ახლა ნახავთ ფოტოს, სადაც ქალი მკერდი კანის საფარის გარეშეა გამოსახული. 

აღნიშნული ფოტო ტვიტერის მომხმარებელმა გააზიარა და როგორც გაირკვა, ზოგიერთისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა, რომ ეს ნამდვილად ქალის სხეულია. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად