ცხოვრებისეული კრიზისები სხვადასხვა პლანეტას უკავშირდება და გვაიძულებს გარდავიქმნათ. პირველი კრიზისული პერიოდი დგება ბავშვობაში, 7-იდან 7,5 წლამდე. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი?
ნახეთ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის რჩევები
ცხოვრებისეული კრიზისები სხვადასხვა პლანეტას უკავშირდება და გვაიძულებს გარდავიქმნათ. პირველი კრიზისული პერიოდი დგება ბავშვობაში, 7-იდან 7,5 წლამდე. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი?
ნახეთ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის რჩევები
1. დაბადებიდან ექვს წლამდე ასაკი
ჩვილს, განურჩევლად სქესისა, ჩვენგან სითბო, სიყვარული და ყურადღება ესაჭიროება. ჩვილებს მოსწონთ, როდესაც ვესაუბრებით, ვეთამაშებით და ვეფერებით. ზრდასთან ერთად ბიჭი სამყაროს განსხვავებული აქტივობებით იმეცნებს და ამ პროცესში მას მშობლების დახმარება ესაჭიროება. ფსიქოანალიტიკოსი ერიხ ფრომი დიდ ყურადღებას უთმობდა მშობლის როლს ბიჭის ადრეულ განვითარებაში. ფრომი თვლიდა, რომ თუ დედა დეპრესიით იტანჯება, ეს შვილზეც აისახება. დედა ბიჭის ცხოვრებაში მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლის როლს უნდა ასრულებდეს. მამა ბიჭისთვის ავტორიტეტი უნდა იყოს. ბიჭი სწორედ მამას უნდა ბაძავდეს და მისგან უნდა სწავლობდეს ცუდისა და კარგის გარჩევას. დედის სიყვარული უპირობოა. მამისგან სიყვარულის მისაღებად კი ბავშვს ქცევის წესების დაცვა და მორალური წესებისადმი მორჩილება სჭირდება. ფრომი თვლიდა, რომ თუ ეს ბალანსი დაცული არ არის, ბიჭი, შესაძლოა, ნარცისულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს ან ზრდასრულობაში მოძალადედ იქცეს. ორი წლის ასაკიდან დედამ ბიჭთან ურთიერთობაში გარკვეული საზღვრების დაწესება უნდა დაიწყოს.
2. ექვსიდან ცამეტ წლამდე ასაკი
აღნიშნულ ასაკში ბიჭს საკუთარი გენდერისადმი მიკუთვნებულობა მტკიცედ უყალიბდებდა. ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, რომ ბიჭის განვითარების ამ ეტაპზე შემდეგი რჩევები გაითვალისწინონ:
3. თოთხმეტი წლიდან ზრდასრულობამდე
ჰორომონალური აქტივობის ზრდის გამო ბიჭები ამ ასაკში აგრესიულები და აქტიურები ხდებიან. მშობელმა ამ ენერგიის სწორ მხარეს მიმართვა უნდა შეძლოს.
მომზადებულია : brightside.me-ს მიხედვით