Baby Bag

როგორ შევუნარჩუნოთ ჩვილს ლამაზი თავის ფორმა - რეკომენდაციები

როგორ შევუნარჩუნოთ ჩვილს ლამაზი თავის ფორმა - რეკომენდაციები

ბრტყელი თავის სინდრომი ჩვილების თითქმის 46%-ს ახასიათებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბავშვებს ძირითადად ზურგზე აწვენენ უფრო ხშირად. როგორ როგორ შევუნარჩუნოთ ჩვილს ლამაზი თავის ფორმა - მოუსმინეთ „ექიმებს“:


შეიძლება დაინტერესდეთ

„37-38 კვირაზე საკეისრო კვეთით დაბადებული ახალშობილები 4-ჯერ უფრო ხშირად შეიძლება მოხვდნენ ახალშობილთა რეანიმაციაში, ვიდრე 39-40 კვირაზე დაბადებულები,“- მამუკა ნემსაძე

„37-38 კვირაზე საკეისრო კვეთით დაბადებული ახალშობილები 4-ჯერ უფრო ხშირად შეიძლება მოხვდნენ ახალშობილთა რეანიმაციაში, ვიდრე 39-40 კვირაზე დაბადებულები,“- მამუკა ნემსაძე

მეან-გინეკოლოგმა მამუკა ნემსაძემ საკეისრო კვეთით დაბადებული ახალშობილებში გავრცელებული პრობლემების შესახებ ისაუბრა:

„აღმოჩნდა, რომ 37-38 კვირაზე საკეისრო კვეთით დაბადებული ახალშობილები 4-ჯერ უფრო ხშირად შეიძლება მოხვდნენ ახალშობილთა რეანიმაციაში, ვიდრე 39-40 კვირაზე დაბადებულები. ვინც ცდილობს, რომ რაღაც თარიღს დაამთხვიოს ბავშვის დაბადება და არ ელოდება მშობიარობის დაწყებას, როდესაც ნაყოფი გადაწყვეტს ამას, მერე იწყება პრობლემები ახალშობილთან. საკეისრო კვეთის ერთ-ერთი კომპონენტი არის, როდესაც ახალშობილის მოთავსება ხდება ან დედის გულ-მკერდზე, ან მამის. ეს ორივესთან მისაღებია. კორონავირუსის დროს შეზღუდულობის გამო მამის კომპონენტი ბევრ კლინიკაში ამოვარდა და ახალშობილის დაწვენა შეუძლებელი გახდა. ამოვარდა სითბური ჯაჭვი, როდესაც ახალშობილი გამოდის თბილი გარემოდან. ახალშობილი დაბადების შემდეგ ხვდება გარემოში, სადაც არის 20-25 გრადუსი ტემპერატურა. ეს მისთვის სტრესია. ის სითბო, რომელიც შეიძლება ოპერაციის შემდგომ ვერ მიაწოდოს დედამ, ეს ბევრი ფაქტორი იძლევა ისეთ სიტუაციას, რომელიც იმ მომენტში ქმნის პრობლემას.

ამერიკაში იდება უკვე კვლევები, სადაც აღმოჩენილია, რომ საკეისრო კვეთით დაბადებული ახალშობილები რიგ კომპონენტებში ჩამორჩებიან თანატოლებს. პირველ რიგში, ეს არის გადაწყვეტილების მიღების უნარი, მოტივაცია. მას წაართვეს პირველი გადაწყვეტილების მიღების უფლება. ისინი ცხოვრებაში საკმაოდ ჭოჭმანობენ გადაწყვეტილების მიღების დროს. ისინი ინტელექტუალურ ტესტებშიც გაცილებით ნაკლებ ქულებს აჩვენებენ. დღეს მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები, თუ რა აკლია ახალშობილს საკეისრო კვეთის დროს,“- მოცემულ საკითხზე მამუკა ნემსაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად