Baby Bag

გაგისეირნებიათ თქვენი პატარა წვიმიან ამინდში

გაგისეირნებიათ თქვენი პატარა წვიმიან ამინდში

პატარებისთვის სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბავშვების გასეირნება წვიმიან ამინდშიც კი შესაძლებელია. თუმცა მზიან დღეს სულ სხვა ხიბლი აქვს. ნახეთ როგორი ამინდი გველოდება უახლოესი დღეების განმავლობაში. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, ღამის და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსი იქნება.

8-9 მაისს კვლავ დროგამოშვებით იწვიმებს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +25, +30 ფარგლებში შენარჩუნდება.

ქ. თბილისში 6-9 მაისს ღამის და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

უდაბნოში დაკარგული 5 წლის არგენტინელი ბიჭი, რომელსაც 24 საათი ეძებდნენ, იპოვეს

უდაბნოში დაკარგული 5 წლის არგენტინელი ბიჭი, რომელსაც 24 საათი ეძებდნენ, იპოვეს

24-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ არგენტინის უდაბნოში დაკარგული 5 წლის ბიჭი იპოვეს. ბენჯამინ სანჩეზს გაუჩინარების ადგილიდან 21 კილომეტრში მიაგნეს. ინფორმაციას ​BBC ავრცელებს.

5 წლის ბიჭი ოჯახთან ერთად მოგზაურობის დროს დაიკარგა. მას 1000-მდე პოლიციელი, სამოქალაქო აქტივისტი და მოხალისე ეძებდა.

„მესმოდა დედა როგორ მეძახდა, მე კი გავრბოდი. შემდეგ დავიკარგე. მციოდა, ცუდად მეძინა, ქვებზე ვიწექი“, - იხსენებს ბენჯამენი, რომლესაც მხოლოდ მოკლემკლავიანი მაისური და თხელი შარვალი ეცვა. მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ბალახს ჭამდა და ნაკადულის წყალს სვამდა.

გამოცემის ცნობით, რაიონში, სადაც ბიჭი დაიკარგა, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ფიქსირდება - დღისით +30°С ღამით კი - 0 °С.

ბენჯამენ სანჩეზი, ორშაბათს, დეჰიდრატაციის სიმპტომებით სან ხუანის საავადმყოფოში შვეულმფრენით გადაიყვანეს, ხოლო სამშაბათს გამოწერეს.

წაიკითხეთ სრულად