Baby Bag

დედამ შვილი მე-4 სართულიდან გადავარდნას გადაარჩინა - ნახეთ ვიდეო

დედამ შვილი მე-4 სართულიდან გადავარდნას გადაარჩინა - ნახეთ ვიდეო

დედამ შვილი მე-4 სართულიდან გადავარდნას გადაარჩინა. აღნიშნული კადრები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. შემთხვევა კოლუმბიაში მოხდა.

დედა კარების გაღებას ელოდებოდა, როცა ბავშვა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და მეოთხე სართულიდან გადავარდნის მომენტში დედამ ხელი სტაცა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფრაზა „დიდი ხარ და დაუთმე“ ბავშვებში პროტესტს აჩენს, ის ყველას მტკივნეულად ახსოვს,“ - ფსიქოლოგი ეკა ნინოშვილი

„ფრაზა „დიდი ხარ და დაუთმე“ ბავშვებში პროტესტს აჩენს, ის ყველას მტკივნეულად ახსოვს,“ - ფსიქოლოგი ეკა ნინოშვილი

ფსიქოლოგმა ეკა ნინოშვილმა ბავშვებში გავრცელებულ ქცევის თავისებურებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატარებს ემოციების დარტყმის, კბენის ან სხვა აგრესიული ფორმით გამოხატვა ახასიათებთ. მისი თქმით, მშობელმა ბავშვს მსგავსი ქცევა უნდა აუკრძალოს:

„ეს ყველაფერი ასაკთან არის ბმაში. განსაკუთრებით ხშირია პატარა ასაკის ბავშვებთან დარტყმა, კბენა, თმების მოქაჩვა. ბავშვს არ ჰყოფნის ლექსიკური მარაგი, რომ სწორად გამოხატოს, რას გრძნობს. ბავშვი ძალიან ემოციურია, პირველ რიგში, ემოცია მოდის. გამოხატვის ეს ფორმა უფრო ხშირად პატარა ასაკის ბავშვებს ახასიათებთ, ვიდრე მოზრდილ ბავშვებს. მშობელი როდესაც ამბობს, რომ არაუშავს, ​ეს არასწორი რეაქციაა. აუცილებელია აკრძალვა, ხელის გაკავება, მკაცრი ტონით თქმა, რომ ეს არ შეიძლება.“

ეკა ნინოშვილის თქმით, მშობლებს ლოიალობასა და სიმკაცრეს შორის ოქროს შუალედის დაცვა ყველაზე მეტად უჭირთ:

​ოქროს შუალედის დაცვა არის პრაქტიკაში ყველაზე ძნელი, მე როდის ავუკრძალო და როდის ვიყო ლიბერალური მშობელი, რაღაცებს არ მივაქციო ყურადღება. უკიდურესობა არასდროს არის მისაღები. არის სიტუაცია, როდესაც აკრძალვა აუცილებელია. მშობლისა და შვილის ურთიერთობა არის განუმეორებელი მოდელი. ყველა მშობელს და შვილს აქვს ურთიერთობის თავისი სტრუქტურა. არსებობს ზოგადი მოდელი, რომელიც მიღებულია. არის როგორც წახალისების, ისევე დასჯის ფორმებიც.“

ეკა ნინოშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვის აღზრდისას მეტისმეტი კეთილგანწყობის გამოჩენა მას სერიოზულ ზიანს აყენებს:
„როდესაც ბავშვს ყველაფრის უფლებას ვაძლევ, ის ეჩვევა, რომ მზამზარეული უნდა მიეცეს ყველაფერი. მისი მსოფლმხედველობა ასე ყალიბდება: „მე ვიმსახურებ იმას, რომ ცხოვრებამ ყველაფერი უნდა მომცეს.“ გარკვეული ფორმით ის ოჯახში შემდეგ ტირანადაც შეიძლება იქცეს, დანარჩენი ოჯახის წევრები კი მისი მარიონეტები გახდნენ. ბავშვს ეს ოჯახიდან გააქვს გარეთ, ის ამას ითხოვს თანატოლებისგანაც, იწყება ​სოციალიზაციის პრობლემები. თანატოლები ასე მზამზარეულს აღარ იღებენ. თუ ოჯახი სათბურში კეთილგანწყობით ზრდიდა ბავშვს, საბოლოოდ ეს მისთვის გამოდის არასასურველი შედეგის მომტანი.“

„უფროს დედმამიშვილებს ძალიან მტკივნეულად ახსოვთ მსგავსი გამოცდილება. ​ფრაზა „დიდი ხარ და დაუთმე“ ყველას მტკივნეულად ახსოვს. ყოველთვის ჩნდება პროტესტი. ბავშვს სჭირდება სამართლიანობის განცდა მშობლის მხრიდან. არგუმენტი, რომ შენ დიდი ხარ და დაუთმე, მიუხედავად იმისა, რომ პატარა დედმამიშვილმა რაღაც არასწორად გააკეთა, აბსოლუტურად არასწორია. მშობელმა აუცილებლად უნდა ასწავლოს ბავშვებს სწორი ურთიერთობის ფორმა. არ აქვს მნიშვნელობა ასაკობრივი ზღვარი როგორია. თუ მშობელმა მედიატორის როლი არ ითამაშა, შესაძლოა, დედმამიშვილებს შორის აგრესიაც კი გაჩნდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ეკა ნინოშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად