ტირილის დეკოდერი - როგორ გამოვიცნოთ ჩვილის ტირილის მიზეზი - აღიშნულის შესახებ ბლოგს პედიატრი თამარ ობგაიძე აქვეყნებს. გთავაზობთ მის ბლოგს უცვლელად. წყვეტილი, რიტმულად განმეორებადი ტირილი, რასაც თან ახლავს ტუჩების წკლაპუნი, წოვითი მოძრაობები,თითების პირში ჩადება და წოვა.
თუ ბუნებრივ კვებაზე გყავს, დაყოვების გარეშე მიეცი ძუძუ, ხელოვნური კვებაზე მყოფ პატარას კი სასწრაფოდ მოუმზადე ხელოვნური ნარევი. თუ თბილი წყალი უკვე მზად გაქვთ, შედარებით იოლად გადარჩები.
არ გაგიკვირდეს, პატარებიც იღლებიან და გაცილებით მალე, ვიდრე ჩვენ. ამ შემთხვევში მისი ტირილი არ არის ხმამაღალი და ზედმეტად პრეტენზიული, ტირის დაბალი ხმით, შეუსვენებლად, ისრესს თვალებს.
ბუნებრივ კვებაზე მყოფ პატარას ძუძუ შესთავაზე, ხელოვნურ კვებისას კი, თუ პატარა უკვე ნაჭამია, მატყუარა საწოვარი მიეცი და ჩააწვინე ლოგინში. არ დატოვოთ ჩაძინებამდე, დაარწიეთ და ჩაძინებაში მიეხმარე.
იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ დააძინებ, დაბალი ტონალობის ტირილი სრულფასოვან ისტერიკაში გადავა და ბავშვის დაძინება უფრო გაგიჭირდება.
იწყება ერთეული წამოყვირებით, რაც გადადის გამუდმებულ ტირილში შესვენების გარეშე, რომლის ინტენსივობა თანდათან მატულობს.
შეამოწმე საფენი. შეცვალე, თუ ის შარდითაა გაჟღენთილი. ნაწლავთა მოქმედების შემთხვევაში, ჩაბანე, გაამშრალე და მცირე ხნით დააყოვნე ჰაერზე უსაფენოდ, შემდეგ კი ახალი საფენი მოარგე
აიყვანე ხელში და დაამშვიდე.
თუ საფენი მშრალია, დაფიქრდი, ხომ არ სცივა ან სცხელა. პატარები ამ დროსაც ტირიან. ჩახურებულ პატარას ტანსაცმელი შეუცვალე. სიცივის დროს კი დაათბუნე.
ძლიერი შეტევითი ტირილი, რასაც თან სდევს მუცლისაკენ ქვედა კიდურების მოხრა, სხეულის მოძრაობები, ჭმხუნის სახეს, წითლდება.
გაუკეთე თბილი ხელით მასაჟი მუცლის არეში. დააწვინე მუცელზე. მიეცი ძუძუ ან საწოვარი.
თუ ტირილი არ წყდება, ექიმს დაურეკე.
ძლიერი განუწყვეტელი ტირილი, არ ჩუმდება, იწყება საღამოს საათებში, იგრიხება. დამახახსიათებელი ტირილის ამ შეტევების განვითარება 3 კვირიდან 3 თვემდე ასაკში, უპირატესად საღამოს საათებში.
აიყვანე, შესთავაზე ძუძუ, ჩასვი თბილ წყალში წელამდე. მოეფერე, მიიხუტე, გაატარ-გამოატარე ოთახში. განსაკუთრებით მტირალებს გარეთ, სუფთა ჰაერზე გაყვანა შველით, ზოგსაც მანქანით სეირნობა აწყნარებს.
დაბალი ტონალობის წამოტირება. პერიოდულად ჩუმდება და ისევ იწყებს ტირილს დაბალ ხმაზე, თითქოს დაღილილია.
პირველ რიგში გაზომეთ ტემპერატურა, დააკვირდი. და თუ რაიმე ცვლილებას შენიშნავთ, ექიმს დაუკავშირდი.
ტირის მაღალი ხმით, იქნევს თავს. უარს ამბობს წოვაზე, რადგან ამ დროს ტკივილი უძლიერდება.
მიეცი პარაცეტამოლი, რომელიც არჩევის პირველი ჯგუფის პრეპარატია ტკივილისა და ცხელების დროს და დაუკავშირდი ექიმს.
და რაც ყველაზე მთავარია, გახსოვდეს ორი რამ:
პატარები უმიზეზოდ არ ტირიან. ტირილი მათი კომუნიკაციაა და ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ.
და კიდევ, ტირილისა და ჭირვეულობის დროს ხშირად საუკეთესო წამალი ძუძუს მიცემაა!
წაიკითხეთ სრულად