ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ქუთაისში დედის მიერ მიტოვებული ჩვილის შესახებ წერს:
„რა ვქნა?
რა ჯანდაბა ვქნა?
ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში ცენტრში დედამ დატოვა ჩვილი, თქვა რომ ქმარი არ ჰყავს. ერთი პატარა სახლში ჰყავს კიდევ და ორივეს ვერ გაზრდის, რადგან საშუალება არ აქვს. დედის ვინაობა არ ვიცი, რადგან გარეშე პირზე ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ. ბავშვი ბიჭია და როგორც ექთანმა მითხრა, ერთი თვისაა, ჯერ კიდევ აქ არის, არ გადაუყვანია სოციალურ სამსახურს. სანამ შუამავალ დედას არ იპოვიან, აქ იქნება. თუ ამ პოსტს წაიკითხავ. ძალიან გთხოვ, ნუ გაიმეტებ ესე. მოაკითხე, ძალიან გთხოვ. მთელი ღამეები ტირის გაუჩერებლად,“ - აღნიშნავს თამუნა მუსერიძე.
წაიკითხეთ სრულად