Baby Bag

„ყველგან ერთად“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

„ყველგან ერთად“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი რუკსა მაყაშვილი ინსტაგრამის გვერდზე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს წარწერით - „ყველგან ერთად“. 

რუსკასა და მის მეუღლე, მორაგბე სანდრო ნიჟარაძეს, ბავშვი ყველგან თან დაჰყავთ და ინსტაგრამზე პატარა ილიას ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებენ. ისინი იმ ცნობილ ადამიანებს განეკუთვნებიან, რომელთაც ძიძა არ ჰყავთ და ცდილობენ ბავშვი თავად გაზარდონ. 

ნახეთ ფოტოები


შეიძლება დაინტერესდეთ

„როგორი ფარსი და ტყუილია სოციალური ქსელი...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

„როგორი ფარსი და ტყუილია სოციალური ქსელი...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, სოციალური ქსელი ფარსი და ტყუილია. გთავაზობთ მის პოსტს: 

„​როგორი ფარსი და ტყუილია სოციალური ქსელი. აი, თითქოს ხომ ყველას ცხოვრებაში ჩახედული ხარ, ამ დროს არაფერი იცი! ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს ფასადურ ცხოვრებას. ისე მეცინება, რომ ვიჯერებ მეც ხან და ხან და გამოვდივარ სიტყვით, “ აუუუუ რა კარგი წყვილია, რა ბედნიერები არიან”, (სავარაუდოდ ხვალ თუ არა, ზეგ გაეყრებიან ერთმანეთს, იმიტომ რომ უბედურია ორივე)... ან “როგორი ინტენსიური ცხოვრებით ცხოვრობს”( საოცრად გადაღლილია და აღარაფერი უნდა ამ ცხოვრებაში) “აუუუ რა კარგ ხასიათზეა, ეტყობა ძალიან ბედნიერია” (საშინელ დეპრესიაშია და ცდილობს არ შეიმჩნიოს)... 21-ე საუკუნემ მოგვცა საშუალება შევქმნათ ვირტუალური რეალობა და ასე მგონია რომ საპირისპიროა ჩვენი სინამდვილის. არ გიფიქრიათ არასდროს, ვინც მართლა კარგად არის, არაფერი აწუხებს, ცხოვრობს სრულფასოვნად, ის ვერ იცლის სოც ქსელის სამართავად, არ ცალია, ის ცხოვრებით არის დაკავებული. ვისაც უჭირს ან უნდა ხმა გააგონოს ირიბად ვიღაცას ის მუდამ ქსელშია, მუდამ მუშაობს თავის “სასცენო “ სახეზე. მოკლედ, არავინ არაფერი არ იცის!!! ტყუილია ყველაფერი, ტყუილში ვცხოვრობთ... და ვერ გადამიწყვეტია კარგია ეს თუ ცუდი. კარგია რომ შეგვიძლია შევქმნათ ის ნახატი, რომელიც ჩვენთვის სასურველია თუ ცუდია, რომ ამ ნახატის მიღმა იმალება ჩვენი ნამდვილი სახე?“ - აღნიშნავს ნუკი თავის პოსტში. 

წაიკითხეთ სრულად