Baby Bag

,,მართლა ძალიან მაგრად ვიღლები, მაგრამ ერთი რომ გამოექანება და ჩამეხუტება, ძალიან დიდ ენერგიას იძლევიან'' - ირინა სარიშვილი

,,მართლა ძალიან მაგრად ვიღლები, მაგრამ ერთი რომ გამოექანება და ჩამეხუტება, ძალიან დიდ ენერგიას იძლევიან'' - ირინა სარიშვილი ქალი, რომელმაც 6 ბავშვი იშვილა.

ნახეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ!!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დე​დები

შეიძლება დაინტერესდეთ

რა დრო უნდა გაატარონ 2-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვებმა ეკრანთან?

რა დრო უნდა გაატარონ 2-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვებმა ეკრანთან?

რა დრო უნდა გაატარონ 2-დან 5-წლამდე ბავშვებმა ეკრანთან? - თემაზე გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა საქართველო'' ინკლუზიის და ადრეული განვითარების სპეციალისტი ცირა ბარქაია საუბრობს. 

,,2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან ყოფნის მაქსიმალური დრო ერთ საათი უნდა იყოს. პრაქტიკას რომ დავაკვირდეთ, მე მინახავს მაღაზიაში დედა-შვილი, როდესაც დედა არჩევს შვილისთვის ტანსაცმელს და ბავშვისთვის მიცემული აქვს ტელეფონი, რათა გაჩუმდეს. მაგალითად, ბავშვი ჭამს და წინ უდევს ტელეფონი, პასიურად აძლევენ საკვებს, ამ დროს ბავშვი არ აქცევს ყურადღებას რას ჭამს - ძალიან ცუდია და ამაზე კომპრომისული პასუხი არ მაქვს, არ უნდა გააკეთოთ ეს.

სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ ეკრანთან დიდი დროის გატარება თავის ტვინის აღმასრულებელ ფუნქციაზე ანუ კოგნიტურ-შემეცნებით ფუნქციებზე ახდენს ძალიან უარყოფით ზეგავლენას. ბავშვებს არ შეუძლიათ ყურადღების კონცენტრირება. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ბავშვი ჩართულია იმაში, რასაც უყურებს, მაგრამ ეს არ არის ჩართულობა, ეს არის გათიშული ტვინი, რომელიც უყურებს ეკრანს. ამ პროცესში თავი ტვინის განვითარება აქტიურად არ მიმდინარეობს,'' - დასძინა ცირა ბარქაიამ. 

წყარო: ,,დილა მშიდობისა საქართველო''

წაიკითხეთ სრულად