Baby Bag

ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას შვილი შეეძინათ - რა დაარქვეს ახალშობილს?

ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას შვილი შეეძინათ - რა დაარქვეს ახალშობილს?

მსახიობებს, ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას შვილი შეეძინათ. ახალშობილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ილო აქვეყნებს. როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, ბიჭს ჯერი დაარქვეს.

დედას ჰგავს თუ მამას? - ხატია სიჭინავა შვილის ფოტოს აქვეყნებს
4 შვილის დედა ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და მშობლებს თავის გამოცდილებასა და რჩევებს ხშირად უზიარებს.ხატიასა და რამაზ ნოზაძეს სამი ქალიშვილი და ერთი ბიჭი ჰყავთ,...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნუ დათმობთ თქვენს შვილებს და ნუ წაგვართმევთ ჩვენსას!“- ევგენი კომაროვსკის მიმართვა რუს მშობლებს

„ნუ დათმობთ თქვენს შვილებს და ნუ წაგვართმევთ ჩვენსას!“- ევგენი კომაროვსკის მიმართვა რუს მშობლებს

ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:

„მე ხარკოვში ვარ, ჩემი შვილები, შვილიშვილები და მეგობრები ხარკოვში არიან. დილიდან წარუმატებლად ვცდილობ პირდაპირ ეთერში საუბარს, ინტერნეტს არ აქვს ისეთი ძალა, რომ ვიდეო ჩავრთო. აქ უკრაინაში ყველას ყველაფერი ესმის. არ სჯერათ, არ სურთ, რომ დაიჯერონ. არ უნდათ, რომ საღი გონებით ეს ყველაფერი მიიღონ. უკვე 7 საათი გავიდა, რაც დაიწყო და ეს მივიღეთ.

ახლა ამას ჩვენებისთვის არ ვწერ. მე ვწერ რუსეთში მცხოვრები ადამიანებისთვის. თქვენ ათობით მილიონი ხართ, ათობით მილიონი ის ადამიანი, ვინც ჩემს წიგნებს კითხულობს, ჩემს გადაცემებს უყურებს, ვისაც მე ნამდვილად ვეხმარები 40 წლის განმავლობაში, ვმკურნალობ ბავშვებს, ვასწავლი მშობლებს, ვპასუხობ ათასობით კითხვას.

ახლა ათასობით ბიჭი, რომელიც თქვენ ჯანმრთელები გაზარდეთ, ხელს აჭერს გამშვებ ღილაკს, იღუპებიან და მომავალშიც დაიღუპებიან. თქვენ, ყველას, ვინც ჩვენსავით შეშინებულები უყურებთ ეკრანებთან, თუ რა ხდება, შეგიძლიათ სცადოთ მაინც, რომ ეს ყველაფერი შეაჩეროთ. რომელი დედა დათანხმება თავისი ძვირფასი შვილის დათმობაზე?! ნუ დათმობთ თქვენს შვილებს და ნუ წაგვართმევთ ჩვენსას! გამოდით ქუჩაში! ახლა არამხოლოდ ჩემი, არამედ თქვენი ქვეყნის მომავალიც წყდება.

ისინი, ეს ბავშვები, ახლა აქ არიან. აქ მოვიდნენ, რომ თავიანთი სიცოცხლე გაწირონ და ჩვენ სიცოცხლე წაგვართვან.

დღეს დილის 5 საათზე ძლიერი სროლის ხმამ გამაღვიძა. ომი, ძმური სიყვარული და დენაციფიკაცია ახლა სინონიმებია. ყველას დიდი მადლობა, ვინც მომწერა. რუსეთიდან 300-მდე წერილი მივიღე და ეს მაძლევს იმედს, რომ გაიღვიძებთ!“ - წერს ევგენი კომაროვსკი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად