,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
7 საუკეთესო თამაში ბავშვის ინტელექტის ასამაღლებლად
თამაში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვის გონებრივ განვითარებას. ჩვენს სტატიაში იმ შვიდ თამაშს გაგაცნობთ, რომელიც პატარების ინტელექტის ამაღლებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს.
1. ექიმობანა
წარმოსახვითი თამაშები არამხოლოდ ინტელექტუალური განვითარებისთვის არის კარგი, ის სოციალურ უნარებსაც ხვეწს. ექიმობანას თამაში ბავშვს ემპათიურ პიროვნებად აყალიბებს. ბავშვი საკუთარი როლით ერთობა, ამასთან ის სხვაზე ზრუნვას და სხვისი ჯანმრთელობის გაფრთხილებასაც სწავლობს. ის სწავლობს ფიქრს, მისი თავდაჯერება მნიშვნელოვნად მატულობს, ენობრივი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები იხვეწება, წარმოსახვა და კრეატიულობაც უმჯობესდება.
2. მაკიაჟით თამაში
მაკიაჟით თამაში ბავშვის თავდაჯერებას მნიშვნელოვნად ზრდის. პატარებს ძალიან მოსწონთ, როდესაც ისეთ რამეს აკეთებენ, რაც უფროსების საქმედ ითვლება. თუ მათ თამაშისას შეაქებთ, ეს თვითშეფასებაზე განსაკუთრებით დადებითად იმოქმედებს. ყურადღება ბავშვს ძალიან ახალისებს და თავს მნიშვნელოვან ადამიანად აგრძნობინებს.
3. სამაგიდო თამაში „ჯენგა“
„ჯენგას“ სერიოზული კონცენტრაცია სჭირდება. ის ხელისა და თვალის კოორდინირებულ მუშაობას აუმჯობესებს. აღნიშნული სამაგიდო თამაში ბავშვს მოთმინებას ასწავლის. გარდა ამისა, „ჯენგა“ კოგნიტური უნარების გაუმჯობესებას უწყობს ხელს და ტვინისთვის იდეალური სავარჯიშოა.
4. ფაზლი
ფაზლი ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია ბავშვებისთვის. ის არამხოლოდ სიხარულს ანიჭებს პატარებს, არამედ მათი კოგნიტური უნარების განვითარებისთვის საუკეთესო აქტივობაა. ფაზლით ხშირად თამაში მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა: დემენცია და ალცჰაიმერი.
5. სამაგიდო თამაში „საზღვაო ომები“
„საზღვაო ომებს“ ძალიან ბევრი ფიქრი, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება სჭირდება. ბავშვს ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება უწევს, ის თამაშის მანძილზე ხშირად აკეთებს კრიტიკულ არჩევანს. აღნიშნული თამაში ერთ-ერთი საუკეთესოა ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის.
6. ჭადრაკი
ჭადრაკი კიდევ ერთი სასარგებლო თამაშია, რომელიც ბავშვს ინტელექტუალურ წინსვლაში ეხმარება. პატარები მისი დახმარებით სტრატეგიულად და კრიტიკულად აზროვნებას სწავლობენ. ბავშვები, რომლებიც ჭადრაკს ხშირად თამაშობენ ინფორმაციის სწრაფად და მარტივად გადამუშავებას ეჩვევიან.
7. სამაგიდო თამაში „სიტყვობანა“
„სიტყვობანა“ ბავშვებს მეხსიერების განვითარებაში ეხმარება. პატარები, რომლებიც ასოებისგან სიტყვების შედგენას ხშირად თამაშობენ, ლექსიკური მარაგის მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. თამაშის დროს ტვინის სხვადასხვა უბანია გააქტიურებული, რაც ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.