,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„ბავშვი არ გაუშვათ მარტო ძილში, რას გამორბიხარ ოთახიდან? მოუგონე ბავშვს ზღაპარი, თვითონ გახადე გმირი,“- შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია 13 წლამდე ასაკის ბავშვები დასაძინებლად მარტო არ გაუშვან და ძილის წინ მათ მიმართ განსაკუთრებული სითბო გამოიჩინონ:
„ბავშვი არ გაუშვათ მარტო ძილში. „უკვე დროა, დაწექი!“- ეს შეიძლება 13-14 წლის ბავშვს. იმასაც კი უნდა, რომ დედა დაუჯდეს გვერდით, აკოცოს, მოეფეროს. კი გეტყვის, დამანებე თავიო, მაგრამ თავმოყვარეობა არ აძლევს ნებას. რას გამორბიხარ ოთახიდან? დააწვინე ბავშვები? რაღაცა უთხარი, შენი ცხოვრებიდან უთხარი რაღაც, მამის ცხოვრებიდან უთხარი, გუშინდელი ზღაპარი გააგრძელეთ. ამ ზღაპარში თვითონ გახადე გმირი.“
შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვის აღზრდა ძილშიც გრძელდება:
„მოუგონე ბავშვს ზღაპარი. იყო ერთი პატარა ბიჭი, სახელად დანიელი ერქვა, დანიელი და დედა სადღაც წავიდნენ. დანიელმა ასე გააკეთა, ისე გაააკეთა, დანიელმა დაიცვა დედა. შეაბრუნე ისტორია. დანიელი ზღაპარში კარგად იქცევა, ჩაეძინება. ძილში აღზრდა გრძელდება. სული არცერთი წამით არ იძინებს. სულმა ძილი არ იცის და აღზრდა სულში ხდება, სხეულში კი არა. მე გავაყოლე რა ხატი ბავშვს, მან ის უნდა დაამუშავოს. შიგნით ნათელი წერტილი გაჩნდება.“
„დილით გაიღვიძა ბავშვმა, მოეფერე. მოთმინება და დრო თუ დათმე, სიყვარულიც ვერ გაუძლებს ბოლომდე. გიყვარს ბავშვი, მაგრამ აღზრდის სიყვარულით არ გიყვარს. დაისვი ბავშვი და ჰკითხე: „აბა, როგორ მიყვარხარ მე: „ამხელათი თუ ამხელათი?“ თუ იცი, რატომ მყავხარ შენ ან შენ რატომ გყავარ მე?! ოთხი წლის ბავშვთან ასეთი საუბარი შეიძლება. დილით უთხარი ბავშვს, რომ დღეს ეს საქმე მაქვს, შენ რას გააკეთებ? ცხოვრება აუგე შვილს. ერთად ითამაშეთ ძალიან ხშირად. ოთხი წლის ბავშვს ახსნა-განმარტებები და თითის ქნევა არ ეყურება. დააძინე ბავშვი ასე: ლოცვები წაუკითხე, მოეფერე, უთხარი: როგორ მინდა შენი თითები მეფერებოდეს, დამაძინე რა... სიყვარულში გაავარჯიშე ბავშვი,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.