,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„ბავშვებს როდესაც ვადარებთ სხვებს, ვაძულებთ იმ სხვებს,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის სხვასთან შედარების ჩვევაზე ისაუბრა, რომელიც მშობლის მიერ შვილთან კომუნიკაციაში დაშვებული ერთ-ერთი შეცდომაა:
„ადამიანი მარტო შეგიძლია შეადარო თავისივე თავს. მე თუ გეტყვი, შენ ერთი თვის წინ რომ კაბა გეცვა, ძალიან გიხდებოდა, ნორმალურია. თუ გეტყვი, რომ მეზობელს აცვია, უხდება და შენც ასე ჩაიცვი, თმა ასე გაიკეთე, ეს გაძულებს იმ მეზობელს. ბავშვებს როდესაც ვადარებთ სხვებს, ვაძულებთ იმ სხვებს. ის სხვა რა შუაშია, მშობელს სინამდვილეში იმის დარდი არ აქვს. საერთოდ არ მოსწონს ის.“
მარინა კაჭარავას თქმით, რაც ადამიანს თავად ეწყინება, ის სხვას არ უნდა გაუკეთოს:
„წარმოიდგინეთ მამაკაცებმა, თქვენმა ცოლებმა რომ სხვისი ქმრები აქონ: „იმის ქმარმა ის გაუკეთა, იმის ქმარმა ის უყიდა.“ გოგონებმა წარმოიდგინეთ, რომ გითხრათ ქმარმა: „იმის ცოლმა ეს გააკეთა.“ ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი. ყოველთვის ვექტორი მოიტრიალე საკუთარი თავისკენ. შენ გესიამოვნებოდა ეს?! თუ არა, მაშინ სხვასაც ნუ ეტყვი იმავეს.“
„არათუ შედარება, სხვისი ქებაც კი გამაღიზიანებელია, თუ ეს ქება გადაცდა ზღვარს. როდესაც მე გაუთავებლად ვაქებ სხვას, ამით შენ გეუბნები, რომ არ ვარგიხარ. შენ რომ ღიზიანდები, გეტყვი: რა არ მაქვს უფლება, რომ სხვა ვაქო? ამაში ფუჭდება და წყალში იყრება ყველა ის სიკეთე, თუ რამე გამიკეთებია. წამოძახება, რომ მე შენი გულისთვის ეს გავაკეთე, არ შეიძლება. „მე შენი გულისთვის, დედიკო, არ გავთხოვდი და ღამეებს გითენებდი.“ ბავშვი გეტყვის: „გათხოვილიყავი“ და გეწყინება. თუ არ გათხოვდი, ხომ შენი არჩევანი იყო, ბავშვი რა შუაშია?!“- აღნიშნა მარინა კაჭარავამ.