დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ფსიქოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე ბავშვის აღზრდის სტილებთან დაკავშირებით საუბრობს და თითოეულ მათგანს განიხილავს:
ასეთ დროს არსებობს წესები და ნორმები, რომლის უსიტყვოდ შესრულებაც ევალება ბავშვს, მშობელი ნაკლებად ითვალისწინებს ბავშვის ინტერესებსა და შესაძლებლობებს. ასეთი სტილით აღზრდილი ბავშვები არ არიან თავდაჯერებულები და აგრესიულობით გამორჩევიან. მათი დამორჩილება შემდგომში სხვებსაც შეუძლიათ.
ასეთი აღზრდილის სტილის დროს მშობელი არის ძალიან თბილი და მოსიყვარულე. არ არსებობს არანაირი ნორმები და წესები. მშობლები პრაქტიკულად არ ერევიან ბავშვის ცხოვრებაში, ბავშვს აქვს ყველაფრის უფლება. ასეთი სტილით აღზრდილი ბავშვები ხშირად არღვევენ სოციალურ ნორმებს, არიან იმპულსურები და უჭირთ ემოციების მართვა.
ასეთ დროს მშობელი არც ერევა ბავშვის ცხოვრებაში, ყველაფრის უფლებას აძლევს და სითბოს და სიყვარულს არ გამოხატავს. მშობელი ძირითადად დაკავებულია საკუთარი საქმიანობით, პრობლემებით და ნაკლებ ყურადღებას უთმობს ბავშვს. ასეთ დროს ბავშვები არ არიან თავდაჯერებულები და აგრესიას გამოხატავენ.
საუკეთესო სტილი
- დემოკრატიული აღზრდის სტილი
დემოკრატიული აღზრდის სტილში არსებობს წესები და ნორმები, რომლებიც ბავშვმა უნდა შეასრულოს. წესები და ნორმები დამოკიდებულია ბავშვის შესაძლებლობებზე. მშობელი რასაც მოითხოვს 5 წლის ბავშვისგან, არ მოითხოვს 2 წლის ბავშვისგან, არის ძალიან თბილი და ყურადღებიანი, ყველაფერს უხსნის ბავშვს და ხელს უწყობს მის დამოუკიდებლობას. ასეთი სტილით აღზრდილი ბავშვები არიან თავდაჯერებულები და წარმატებულები.
და ბოლოს, ჩვენ, ზრდასრული ადამიანები ძალიან ბევრს ვსწავლობთ ბავშვებისგან და ბავშვებთან ერთად, ხშირად ვუშვებთ შეცდომებს. ლოგიკურია, რომ მშობელმა აღზრდისას დაუშვას შეცდომები, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ გავაკრიტიკოთ საკუთარი თავი, სჯობს მოვძებნოთ გამოსავალი, უკეთესი ხერხები და სტრატეგიები, რომლებიც ბავშვის სწორად აღზრდაში დაგვეხმარება.
წაიკითხეთ სრულად