,,საუკუნის აფიორა საქართველოში - ურეკის და მაგნეტიტის მაგნიტური ქვიშები'' - აღნიშნულ თემაზე ექიმი არჩილ მარშანია საუბრობს.
,,ვისაც გაინტერესებთ, თუ რატომ არის მაგნიტური ქვიშების სამკურნალო ეფექტი ტყუილი, ხოლო ექიმის მიერ მაგნიტური ქვიშებით მკურნალობის რეკომენდაციების გაცემა კი მავნებლობა, ა ბატონო, ჩაუჯექით,'' - აღნიშნავს ექიმი.
შეამოწმეთ აკმაყოფილებს თუ არა განვითარების სტანდარტებს თქვენი შვილი
ადრეულ ასაკში ბავშვისადმი სათანადო დამოკიდებულება და სწავლების ხელშეწყობა მომავალში მის პიროვნებად ჩამოყალიბების და ინტელექტუალური, ფიზიკური, სოციალური და ემოციური მდგომარეობის ფორმირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
ქვემოთ მოცემულ სახელმძღვანელოში მოცემულია ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები, სადაც გაერთიანებულია ინფორმაცია იმის შესახებ, განვითარების რა დონეს უნდა აღწევდეს ბავშვი დაბადებიდან სკოლაში წასვლამდე, რა უნარ-ჩვევებსა და ცოდნას უნდა ფლობდეს იგი.
სტანდარტებში ჩამოყალიბებულია ბავშვის განვითარების მაჩვენებლები კონკრეტულ ასაკთან მიმართებაში და წარმოადგენს სასურველ მოლოდინსა და შედეგებს, რომელთა მიღწევა შესაძლებელია ბავშვის მშობლების, მეურვეებისა და მასწავლებლების ერთიანი ძალისხმევით.
იხილეთ სახელმძღვანელო და შეამოწმეთ აკმაყოფილებს თუ არა განვითარების სტანდარტებს თქვენი შვილი.