,,საუკუნის აფიორა საქართველოში - ურეკის და მაგნეტიტის მაგნიტური ქვიშები'' - აღნიშნულ თემაზე ექიმი არჩილ მარშანია საუბრობს.
,,ვისაც გაინტერესებთ, თუ რატომ არის მაგნიტური ქვიშების სამკურნალო ეფექტი ტყუილი, ხოლო ექიმის მიერ მაგნიტური ქვიშებით მკურნალობის რეკომენდაციების გაცემა კი მავნებლობა, ა ბატონო, ჩაუჯექით,'' - აღნიშნავს ექიმი.
დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია მშობლებს ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის ყველაზე იაფ და საუკეთესო დამატენიანებელს - თეთრ ვაზელინს ურჩევს:
,,საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს,'' - აღნიშნავს ექიმი.