,,საუკუნის აფიორა საქართველოში - ურეკის და მაგნეტიტის მაგნიტური ქვიშები'' - აღნიშნულ თემაზე ექიმი არჩილ მარშანია საუბრობს.
,,ვისაც გაინტერესებთ, თუ რატომ არის მაგნიტური ქვიშების სამკურნალო ეფექტი ტყუილი, ხოლო ექიმის მიერ მაგნიტური ქვიშებით მკურნალობის რეკომენდაციების გაცემა კი მავნებლობა, ა ბატონო, ჩაუჯექით,'' - აღნიშნავს ექიმი.
სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძელი 90 პროცენტამდე იცავს ბავშვების უსაფრთხოებას
მედიაპორტალი MomsEdu.geსაზოგადოებრივ ორგანიზაცია Your car seat-თან ერთად ახალ რუბრიკას იწყებს - მგზავრობის დროს ბავშვთა უსაფრთხოება. სამგზავრო სავარძლის მნიშვნელობაზე Your car seat-ის წარმომადგენელი ლანა გიორგიძე მოგაწვდით რეკომენდაციებს.
„დღეისათვის საქართველოში სავალდებულო არ არის სამგზავრო სავარძლის გამოყენება. სწორედ ამის შედეგია, რომ 2016 წლიდან 2021 წლის ჩათვლით 101 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 5 000-ზე მეტი დაშავდა. არ გარისკოთ თქვენი შვილების სიცოცხლე, გამოიყენეთ სამგზავრო სავარძელი 0-დან 12 წლამდე! რა თქმა უნდა, 0-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის სხვადასხვა კატეგორიის სამგზავრო სავარძელი გამოიყენება. ამის შესახებ შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ, ასევე გაგაცნობთ რეკომენდაციებს, როგორ შევარჩიოთ სამგზავრო სავარძელი და როგორ მოვიქცეთ მგზავრობის დროს,“ - ლანა გიორგიძე.