ევგენი კომაროვსკის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:
„ვფიქრობ, რომ თქვენ ნორმალური, ჩვეულებრივი ბავშვი გყავთ და არანაირი პრობლემა არ გაქვთ. საღამოს საათებში ბავშვს ნუ შესთავაზებთ აქტიურ თამაშებს. არჩევანი ნაკლებად ემოციურ აქტივობებზე შეაჩერეთ, მაგალითად, ხანგრძლივ სეირნობებს მიანიჭეთ უპირატესობა.
თუ ჩემგან გსურთ მიიღოთ რჩევა სასწაულმოქმედი აბების შესახებ, რომელიც ბავშვს დაამშვიდებს და ჩაძინებაში დაეხმარება, მსგავსი პრეპარატი არ არსებობს ამ ასაკის ბავშვებისთვის. ნებისმიერი დამამშვიდებელი ან საძილე პრეპარატის მიცემა აღნიშნული ასაკის ბავშვის ან ორსულისთვის სამედიცინო თვალსაზრისით დანაშაულია. სწორედ ამიტომ, დამამშვიდებლების გამოყენებაზე ფიქრი დაივიწყეთ.
ბავშვის დამშვიდება მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლით არის შესაძლებელი. უნდა გაზარდოთ მისი ფიზიკური დატვირთვა, შეამცირეთ ემოციური გამაღიზიანებლები, შეცვალეთ ბავშვის კვების, ძილისა და სეირნობის განრიგი.
გსურთ, რომ თქვენს შვილს ღამით კარგად ეძინოს? არ მისცეთ მას დღისით დაძინების საშუალება. ძილის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით მე არაერთი ვიდეორგოლი მაქვს ჩაწერილი და შეგიძლიათ ამ ინფორმაციასაც გაეცნოთ,“ - აღნიშნავს ევგენი კომაროვსკი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge
-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)