სამმაგი სკრინიგ ტესტი საშუალებას იძლევა ადრეულ ვადებზე დადგენილ იქნას გენეტიკური ანომალიების არსებობა, როგორიცაა 21-ე ქრომოსომის ტრისომია ანუ დაუნის სინდრომი, მე-18-3 ექრომოსომის ტრისომია-ედვარდსის სინდრომი, ნერვული მილის დაზიანება - სპინა ბიფიდა.
- ალფა - ფეტო პროტეინი
- ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი
- თავისუფალი ესტრიოლი
კვლევა ტარდება ორსულობის 16-18 კვ. ვადაზე.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
- ალფა-ფეტოპროტეინი-ცილა, რომელიც გამომუშავდება ქალის საკვერცხეებისა და ნაყოფის მიერ. ამ მაჩვენებლის მაღალი დონე შესაძლოა, უთითებდეს ნაყოფის განვითარების გარკვეულ დეფექტებზე, როგორიცაა ნაყოფის ნერვული მილის დეფექტი.
- ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი - პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონი. ამ ჰორმონის დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა, მიუთითებდეს ორსულობასთან დაკავშირებულ პოტენციურ პრობლემზე - ნაადრევი მშობიარობის რისკი.
- თავისუფალი ესტრიოლი - გამომუშავდება როგორც პლაცენტიდან, ასევე არის ნაყოფის ორგანიზმში. მისი დაბალი მაჩვენებლის არსებობა შესაძლოა, მიუთითებდეს ნაყოფის დაუნის სინდრომის არსებობაზე. განსაკუთრებით რისკი მაღალია, თუ თანდართულია ალფაფეტოპროტეინის დაბალი და ქორიონული გონადოტროპინის მაღალი მაჩვენებელი.
- ქალის ასაკი
- ქალის წონა
- მრავალნაყოფიანი ორსულობა
- შაქრიანი დიაბეტის არსებობა
გისურვებთ ჯანმრთელობას!