რა არის ჰემოროიდული დაავადება?
- სისხლიანი გამონადენი დეფეკაციის შემდეგ
- მტკივნეული დეფეკაცია
- ქავილი
- წვა
- შეშუპება
როგორც წესი, ეს ჩივილები გვხვდება გარეგანი ჰემოროიდული დაავადების დროს. შინაგანი ჰემოროიდული დაავადების შემთხვევაში შესაძლოა, სიმპტოები არ იყოს გამოხატული. ასევე გარეგანი ბუასილის დროს შესაძლოა, იყოს თრომბი, რაც მეტად მტკივნეულია და ანთებადი. შინაგანი ბუასილის დროს შესაძლებელია დეფეკაციის შემდეგ კვანძის გარეთ გამოსვლა, რაც გამოიწვევს სისხლდენას და ძლიერ დისკომფორტს.
- საპირფარეშოში გამოიყენეთ რბილი ქაღალდი, რომ არ იყოს ძლიერი მექანიკური დაზიანება
- დღეში რამდენჯერმე მიიღეთ თბილი წყლის აბაზანა 10 წუთის განმავლობაში, მჯდომარე მდგომარეობაში
- შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე დაზიანებულ ადგილზე მიიდოთ ყინული რამდენიმე წუთით
- ეცადეთ, ხშირად იმოძრაოთ და არ იჯდეთ ერთ ადგილზე, რომ არ მოხდეს ზეწოლა ანუსზე
- მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი
- იკვებეთ უჯრედისით მდიდარი საკვებით, რომ განავლოვანი მასები არ იყოს მკვრივი.
რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას, უნდა მიმართოთ პროქტოლოგს, რომ მოხდეს დიაგნოზის სწორი ვერიფიცირება და დანიშნულების მიღება. არ დაიწყოთ თვითმკურნალობა, ვინაიდან ყველა მედიკამენტი ბუასილის მკურნალობისთვის არ არის უსაფრთხო ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს.
უფრო რთულ შემთხვევებში კეთდება ჰემოროიდექტომია - ოპერაციული ჩარევა.
- პირველ რიგში, უნდა მიიღოთ უჯრედისით მდიდარი საკვები, ხილი, ბოსტნეული, დიდი რაოდენობით წყალი, რომ არ იყოს მყარი განავლოვანი მასები, ეცადეთ დეფეკაცია გქონდეთ რეგულარულად
- მოერიდეთ დიდი ხნის განმავლობაში მჯდომარე პოზას
- მოერიდეთ გაჭინთვას და ყველა იმ მდომარეობას, რომელიც გამოიწვევს მუცლის ღრუში წნევის მატებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას !