Baby Bag

​ტესტის საშუალებით რამდენ ხანში შეგვიძლია, გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად და დღის რომელ მონაკვეთში გავიკეთოთ ტესტი?

​ტესტის საშუალებით რამდენ ხანში შეგვიძლია, გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად და დღის რომელ მონაკვეთში გავიკეთოთ ტესტი?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ორსულობის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

ორსულობის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტი ტარდება შარდის გამოყენებით. ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონი - ქორიონული გონადოტროპინი (რომელიც ორგანიზმში მხოლოდ ორსულობის დროსაა).

არსებობს ტესტის რამდენიმე სახე. ზოგი ტესტის დროს შარდი უნდა მოათავსოთ კონტეინერში და ტესტი მოათავსოთ შარდში კონკრეტულ ნიშნულმდე რამდენიმე წამის განმავლობაში. ზოგიერთ შემთხვევაში კონტეინერიდან შარდი უნდა ამოიღოთ პიპეტის დახმარებით და დააწვეთოთ ტესტს შესაბამის ადგილას. ყველა ტესტს აქვს თანდართული გამოყენების ინსტრუქცია, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ. ტესტის სიზუსტე დაახლობით 98%-ია.

ტესტის საშუალებით რამდენ ხანში შეგვიძლია, გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად?

იმისთვის, რომ მიიღოთ ზუსტი პასუხი, უმჯობესია, ციკლის გადაცდენიდან 1 კვირაში ჩაიტაროთ ტესტი. თუ არ გსურთ ამდენი ხანი დაცდა, დაუცველი სქესობრივი აქტიდან მინიმუმ 2 კვირაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ტესტი. თუ ორსულად ხართ, ორგანიზმს სჭირდება გარკვეული დრო ქორიონული გონადოტროპინის მინიმალური რაოდენობის გამოსამუშავებლად. ძირითადად საჭიროა 7-დან 12 დღემდე კვერცხუჯრედის იმპლანტაციიდან (ჩანაერგვიდან, მიმაგრებიდან).

ორსულობის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტი უნდა ჩაიტაროთ თუ:

  • გადაგიცდათ მენსტრუალური ციკლი. მოსალოდნელ მენსტრუალურ დღეებში გადაცდენა წარმოადგენს ორსულობის ერთ-ერთ ადრეულ სიმპტომს.
 თუ არ აწარმოებთ ე.წ. მენსტრუალური კალენდრის აღრიცხვას, ამ შემთხვევაში ცოტა რთული იქნება ორსულობის არსებობისა და ვადის დადგენა.

    ​გარდა ამისა, მენსტრუალური ციკლის გადაცდენა შესაძლოა, გამოიწვიოს სტრესმა, დიეტამ და რაიმე სხვა გინეკოლოგიურმა მიზეზმა. ​ასევე დააკვირდით, თუ მოსალოდნელი მენსტრუალური ციკლის დაწყების დღეებში მენსტრუალური გამონადენის ფერი და რაოდენობა განსხვავებულია, შესაძლოა, მიუთითებდეს ორსულობაზე. ვინაიდან მცირე რაოდენობით ვარდისფერი, სისხლიანი ან ყავისფერი გამონადენი დამახასიათებელია კვერცხუჯრედის იმპლანტაციის (ჩანერგვის) დროს. 
თუ ორსულობის ტესტი დადებითია და გაქვთ სისხლიანი გამონადენი ან სისხლდენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
  • თუ გაქვთ ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა არეში (სპაზმური შეკუმშვა), მაგრამ მენსტრუალური ციკლი კვლავ არ დაწყებულა, ამ შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ ტესტი, რათა მოხდეს ორსულობის დროული დიაგნოსტირება.
  • სარძევე ჯირკვლების (მკერდის) ტკივილი. პროგრესული ორსულობის დროს იზრდება ესტროგენისა და პროგესტერონის დონე, რაც იწვევს შესაბამის ცვლილებებს თქვენს ორგანიზმში. შესაძლოა, თქვენი მკერდი ოდნავ გაიზარდოს და იყოს მტკივნეული, თუმცა პრემენსტრუალური სინდრომისთვისაც დამახასიათებელი მსგავსი ჩივილი, ამიტომ ყველა შემთხვევაში ორსულობაზე ვერ ვიფიქრებთ.
  • თუ თავს გრძნობთ სხვაგვარად - მკერდის გადიდებასთან და სპაზმურ ტკივილებთან ერთად ორსულობის ადრეულ ვადებზე შესაძლოა გქონდეთ:
  • გულისრევა
  • ზიზღი გარკვეული საკვების მიმართ
  • ხშირი შარდვა
  • თუ თქვენ მიერ გამოყენებულმა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდებმა ვერ იმუშავა (დაგავიწყდათ ან არასწორად მიიღეთ ჩასახვის საწინაარმდეგო აბები, დაგიზიანდათ კონდომი) - ამ შემთხვევაშიც უნდა ჩაიტაროთ ორსულობის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტი. 
თუ კონტრაცეფციის ზემოთ აღნიშნული მეთოდები არაკომფორტულია, შეგიძლიათ, გამოიყენოთ საშვილსნოს შიდა კონტრაცეპტივი „სპირალი“, ან გაიაროთ კონსულტაცია გინეკოლოგთან და ერთად გადაწყვიტოთ ალტერნატიული მეთოდი თავდაცვის მიზნით.
ტესტის ჩატარება უმჯობესია დილის პირველივე შარდით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დე​დების ჯგუფი“)

​როგორ უნდა იკვებოს ორსულმა? - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციები
დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როგორ უნდა იკვებოს ორსულმა? - დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ამ თემაზ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ცნობილი ქალბატონები, რომლებმაც შვილი 40 წლის შემდეგ გააჩინეს

ცნობილი ქალბატონები, რომლებმაც შვილი 40 წლის შემდეგ გააჩინეს

ორმოც წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის ორსულობა გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საზოგადოებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უამრავი ტაბუ და მითი არსებობს. მიუხედავად ამისა, ცნობილი ქალბატონების ნაწილი სტერეოტიპების გავლენის ქვეშ არ მოექცა და ზოგიერთმა მათგანმა შვილის გაჩენა 50 წლის შემდეგაც გაბედა. ჩვენს სტატიაში იმ ცნობილ ქალბატონებს გაგაცნობთ, რომლებმაც თაყვანისმცემლებს ღირსეული მაგალითი მისცეს და საოცარი გამბედაობა გამოავლინეს.

• მერაია ქერი

ოლიგარქ ტომი მოტოლასთან განშორების შემდეგ მერაია ქერი კომიკოს ნიკ ქენონზე დაქორწინდა. წყვილს შორის 11 წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო, რის გამოც მათ უშვილოდ დარჩენას ძალიან ბევრი ადამიანი უწინასწარმეტყველებდა. მიუხედავად ნეგატიური ჭორებისა, მერაის ცხოვრებაში მალე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. 2011 წელს მერაია ქერი ულამაზესი ტყუპების, მოროკანის და მონროს დედა გახდა. გრემის გამარჯვებული ვარსკვლავი 42 წლის იყო. მერაიას თქმით, ის ნამდვილად არ ელოდა, რომ ამ ასაკში შვილების გაჩენას ისევ შეძლებდა.


• ნაომი ვოტსი

ნაომი ვოტსმა პირველი შვილი 2007 წელს 40 წლის ასაკში გააჩინა. მსახიობმა და მისმა მეუღლემ, ლევ შრებერმა ოჯახის გაფართოებაზე ზრუნვა კვლავ განაგრძეს. ნაომი ვოტსმა 2007 წელს ალექსანდრე (საშა) მოავლინა ქვეყანას, ხოლო 2008 წელს მისი უმცროსი ძმა სამუელი(სემი). თერთმეტი წლის შემდეგ წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა, თუმცა ყოფილ ცოლ-ქმარს შვილების სიყვარული ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაში ძალიან ეხმარება.
• რეიჩელ ვეიზი

ოსკაროსანმა მსახიობმა პირველი შვილი 2006 წელს გააჩინა. 4 წლის შემდეგ ის პროდიუსერ დარენ არონოვსკის დაშორდა და ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელ დენიელ ქრეიგთან გააბა რომანი. 2018 წელს ქორწინების მეშვიდე წელს წყვილმა პრესა მოულოდნელი სიახლით შოკში ჩააგდო. რეიჩელ ვეიზმა მეორე შვილი 48 წლის ასაკში გააჩინა.
• კარლა ბრუნი

იტალიელ სუპერმოდელს კარლა ბრუნის პირველი შვილი აურელიანი 2001 წელს ფილოსოფოს რაფაელ ენთოვენისგან ეყოლა. მეორე შვილი კი მან პარიზში 2011 წელს 43 წლის ასაკში გააჩინა. გოგონას ჯულია დაარქვეს. ჯულია კარლა ბრუნისა და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლას სარკოზის შვილია.
• ანეტ ბენინგი


ცნობილ ამერიკელ მსახიობსა და უორენ ბიტს ოთხი შვილი ჰყავთ: სტეფანი, ბენჯამენი, ისაბელი და ელა. მეოთხე შვილი ანეტ ბენინგმა 2000 წელს 42 წლის ასაკში გააჩინა. ელა წყვილის ერთადერთი ქალიშვილია.

• ევა მენდესი

პროდიუსერ ჯორჯ აუგუსტოსთან თანაცხოვრებისას ევა მენდესს შვილის გაჩენაზე არასდროს უფიქრია, თუმცა მის ცხოვრებაში რაიან გოსლინგის გამოჩენამ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. მსახიობებმა ერთმანეთი ფილმის „ადგილი ფიჭვნარში“ გადაღებებზე გაიცნეს და მას შემდეგ ერთად არიან. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს: ესმერალდა, რომელიც 2011 წელს დაიბადა და ამადა, რომელიც ევა მენდესმა 2016 წელს 42 წლის ასაკში გააჩინა.

• ჯულიანა მური

ჯულიანა მურმა თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი კარიერულ წინსვლას დაუთმო, რის გამოც ის შვილის გაჩენას არ ჩქარობდა. მსახიობს პირველი შვილი 37 წლის ასაკში ეყოლა. ჯულიანა მურმა და მისმა მეუღლემ ბარტ ფრეინდლიხმა ოჯახის კიდევ ერთი ახალი წევრის დაბადება მხოლოდ 5 წლის შემდეგ იზეიმეს. ჯულიანა მურმა მეორე შვილი 2002 წელს 42 წლის ასაკში გააჩინა. გოგონას ლივი დაარქვეს.
• ჯენეტ ჯექსონი

მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი, მაიკლ ჯექსონის და და ნამდვილი სუპერვარსკვლავი ჯენეტ ჯექსონი ბედნიერად ცხოვრობდა, თუმცა სრულფასოვანი ბედნიერებისთვის მას შვილის გაჩენა სჭირდებოდა. ჯენეტ ჯექსონმა 2016 წელს საზოგადოება შოკში ჩააგდო, როდესაც 50 წლის ასაკში ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა. საბედნიეროდ ჯენეტისთვის ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. მას კარგი ორსულობა და მშობიარობა ჰქონდა.
• კიმ ბესინჯერი

კიმ ბესინჯერმა დედობა პირველად 41 წლის ასაკში გადაწყვიტა. ცნობილმა მსახიობმა და მოდელმა ულამაზესი გოგონა აირლანდ ელის ბოლდუინი მსახიობ ალეკ ბოლდუინისგან გააჩინა. ბავშვის დაბადებიდან 7 წლის შემდეგ წყვილი განქორწინდა. მიუხედავად ყველაფრისა, მსახიობი აცხადებს, რომ არაფერს ნანობს და მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სწორად მიაჩნია.

• ჰოლი ბერი


ოსკაროსანი მსახიობი დედა 46 წლის ასაკში გახდა. მან პირველი შვილი 41 წლის ასაკში გააჩინა. ჰოლი ბერი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შვილის გაჩენას კვლავ შეძლებდა, რის გამოც უცნაური სიმპტომები მენოპაუზის მოახლოების ადრეულ ნიშნად ჩათვალა. მსახიობს ვაჟიშვილი მასეო 46 წლის ასაკში ეყოლა.

• ბრიჯიტ ნილსენი

დანიელმა მოდელმა და მსახიობმა ბრიჯიტ ნილსენმა 2018 წელს საზოგადოება შოკში ჩააგდო, როდესაც 53 წლის ასაკში გამოაცხადა, რომ ბავშვს ელოდებოდა. ბრიჯიტმა მეხუთე შვილი 40 წლის მატია დესისგან გააჩინა. მათი ქალიშვილი ფრიდა 2019 წელს დაიბადა, როდესაც ბრიჯიტი უკვე 54 წლის იყო.
• ნიკოლ კიდმანი

ნიკოლ კიდმანს წლების მანძილზე მიაჩნდა, რომ მას შვილის გაჩენა არ შეეძლო. ნიკოლი დედა პირველად 1992 წელს გახდა, როდესაც მისმა იმჟამინდელმა მეუღლემ ტომ კრუზმა ისაბელა იშვილა. ტომმა და ნიკოლმა 1995 წელს მეორე ბავშვი - კონორი იშვილეს. ბიოლოგიური დედა კიდმანი მხოლოდ 2008 წელს გახდა. 41 წლის მსახიობს შვილი მეორე მეუღლის, კიტ ურბანისგან ეყოლა.

• ლორა ლინი

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ლორა ლინიმ პირველი შვილი 2014 წლის 8 იანვარს გააჩინა. ლორამ ვაჟს ბენეტი დაარქვა. ცნობილი მსახიობი მარკ შაუერზე 2009 წელს დაქორწინდა. 49 წლის მსახიობმა ორსულობა ბავშვის გაჩენამდე საიდუმლოდ დატოვა, რითაც საზოგადოება შოკში ჩააგდო.
• მილა იოვოვიჩი

ცნობილმა მსახიობმა გასულ წელს საზოგადოებას სასიხარულო ამბავი შეატყობინა. 2019 წლის აგვისტოში მილამ განაცხადა, რომ ის 2020 წელს მესამე შვილის დედა გახდება. მსახიობისთვის მესამე ორსულობა მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა მილა მზად არის 43 წლის ასაკში კვლავ გამოსცადოს ბავშვის დაბადებით გამოწვეული სიხარული.
• მარშა კროსი

ყოფილი მეუღლის რიჩარდ ჯორდანის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ მარშა კროსმა გადაწყვიტა, რომ შვილი არასდროს გაეჩინა, თუმცა, საბედნიეროდ, „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავს აზრი ტომ მაჰოუნიმ შეაცვლევინა. მსახიობმა, რომელიც 45 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადებოდა, საზოგადოებას განუცხადა, რომ ორსულად იყო. მარშა და ტომი ტყუპების : სავანა და იდენ მაჰოუნების მშობლები გახდნენ.
• ჯულია რობერტსი

ცნობილი ლამაზმანი დედა პირველად 37 წლის ასაკში გახდა. ჯულიას მეუღლისგან 3 შვილი ჰყავს. ის და დენიელ მოდერი ჯერ ტყუპების - ჰეიზელისა და ფინის მშობლები გახდნენ, სამი წლის შემდეგ კი მესამე შვილი - ჰენრი ეყოლათ. ამ დროისთვის ჯულია 40 წლის იყო.
• ჯენიფერ კონელი

ჯენიფერ კონელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად არის აღიარებული. ცნობილი მსახიობი დედა პირველად 27 წლის ასაკში გახდა, როდესაც თავისი პირველი მეუღლისგან ვაჟიშვილი კაი ეყოლა. 2003 წელს კონელი მეორედ დაქორწინდა მსახიობ პოლ ბეთანიზე. ისინი მალე მშობლები გახდნენ. პირველ შვილს წყვილმა სტელანი დაარქვა. 2011 წელს ჯენიფერ კონელი 41 წლის ასაკში მესამედ გახდა დედა. მესამე შვილს ჯენიფერმა და პოლმა აგნესი დაარქვეს.
• ტინა ფეი

ცნობილ კომიკოსს საოცარი კარიერა აქვს. პირად ცხოვრებაში კი ტინა ფეი წესებს თამამად არღვევს, მან მეორე ქალიშვილი 41 წლის ასაკში გააჩინა. ტინა ფეიმ შვილს პენელოპე დაარქვა. მეორე შვილის გაჩენის შემდეგ ტინა ფეიმ სამსახიობო კარიერაზე უარი განაცხადა.

• ევა ლონგორია

„სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი, ცნობილი მსახიობი ევა ლონგორია დედა პირველად 2018 წელს 43 წლის ასაკში გახდა. მექსიკელ ბიზნესმენ ხოსე ბასტონთან ორწლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ წყვილს ვაჟი სანტიაგო ენრიკე ბასტონი შეეძინა. სანტიაგო დაბადებიდან სოციალური ქსელების ვარსკვლავია.
• სელმა ჰაიეკი

ცნობილი მექსიკელი მსახიობი 20 წლიანი წარმატებული სამსახიობო კარიერის შემდეგ ოჯახის შექმნაზე პირველად დაფიქრდა. სელმას ფრანგი მაგნატი ფრანსუა ანრი პინო შეუყვარდა და წყვილი მალე დაქორწინდა. ჰაიეკს და პინოს 2007 წელს ქალიშვილი ვალენტინა ეყოლათ. ვალენტინა სელმას ერთადერთი შვილია.
• ჰელენ ჰანტი

ოქროს გლობუსის გამარჯვებულმა ჰელენ ჰანტმა ორსულობის შესახებ საზოგადოებას ფილმის „კარგი ქალი“ გამოსვლის შემდეგ განუცხადა. ის ბავშვზე ადრეული ასაკიდანვე ოცნებობდა. ჰანტსა და მის მეუღლეს მეთიუ კარნაჰანს შვილი 2004 წელს ეყოლათ. მას მაკენა ლი დაარქვეს. ჰანტი ამ დროს 40 წლის იყო.
• ემა ტომპსონი

ემა ტომპსონი მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს. ბრიტანელი მსახიობი თავდაუზოგავად შრომობს და ახალი როლებით ყოველწლიურად გვაოცებს. მიუხედავად იმისა, რომ მას საოცრად რთული გრაფიკი აქვს, ემამ 1999 წელს მაინც გამონახა დრო, რომ 40 წლის ასაკში ერთადერთი შვილი, გაია ვაისი გაეჩინა.
• სელინ დიონი

გრემის მფლობელ კანადელ მომღერალს ცხოვრების მანძილზე უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. სელინ დიონი თავისი საოცარი ხმით მსმენელს მარტივად აჯადოვებს. მომღერალი 2010 წელს 42 წლის ასაკში პირველად გახდა დედა. მას და მის მეუღლეს, რენე ანჯელილს ტყუპები ეყოლათ. ბავშვებს ანჯელილი და რენე ჩარლზი დაარქვეს.
• მადონა

პოპის დედოფალს საკმაოდ დიდი ოჯახი აქვს. მადონა 6 შვილის დედაა, რომელთაგან 5 ნაშვილებია. მადონამ ერთადერთი ბიოლოგიური შვილი 2000 წლის 11 აგვისტოს გააჩინა. მაშინ 40 წლის იყო. პატარა საკეისრო კვეთით დაიბადა. ბიჭს როკო ჯონი დაარქვეს.
• ჯინა დეივისი

ოსკაროსანმა ჯინა დეივისმა პირველი შვილი ალიზე 46 წლის ასაკში გააჩინა. თუმცა ცნობილი მსახიობი მხოლოდ ერთი შვილით არ დაკმაყოფილდა. მან საზოგადოება და მაყურებელი შოკში ჩააგდო, როდესაც 48 წლის ასაკში ტყუპები ეყოლა. კიანი და კეი 2005 წელს დაიბადნენ.
• ალანის მორისეტი

2019 წელს მომღერალმა ალანის მორისეტმა 23 ახალი სიმღერა დაწერა. თუმცა მან მსმენელი კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლით გააოცა, როდესაც ინსტაგრამზე შავ-თეთრი ფოტო განათავსა და საზოგადოებას თავისი ორსულობა გაუმხილა. 2019 წლის აგვისტოში მორისეტს მესამე შვილი, ვინთერი ეყოლა. 44 წლის ალანისს ვინთერის გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს: ევერი და ონიქსი.
• სუზან სარანდონი

მაყურებლის გულთამყპყრობელი სუზან სარანდონი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილოვებული მსახიობია. მან პირველი ქალიშვილი 1985 წელს 39 წლის ასაკში გააჩინა. 40 წლის შემდეგ კი კიდევ ორი შვილი მოავლინა ქვეყანას. მესამე შვილი სარანდონმა 46 წლის ასაკში გააჩინა.
• უმა თურმანი

უმა თურმანს ორი შვილი პირველი მეუღლისგან ეყოლა. მაია და ლევონ ჰოუქები უმა თურმანისა და ეთან ჰოუქის საერთო შვილები არიან. მესამე შვილი უმას მეორე ქორწინებიდან ჰყავს. მასახიობს 41 წლის ასაკში ქალიშვილი მეორე მეუღლისგან ეყოლა. გოგონას ლუნა დაარქვეს.
• ბრუკ შილდსი

„ცისფერი ლაგუნას“ ლამაზმანმა პირველი შვილი 2003 წელს გააჩინა. მას ბავშვი ქრის ჰენჩისგან ეყოლა, თუმცა მშობიარობის შემდეგ ყველაფერი არც ისე კარგად წარიმართა. ბრუკ შილდსი მშობიარობის შემდგომი დეპრესიით ხანგრძლივი დროის მანძილზე იტანჯებოდა, თუმცა მსახიობმა კრიზისი გადალახა და 2006 წელს 40 წლის ასაკში მეორე შვილის დედა გახდა.
• მერილ სტრიპი

ლეგენდარულ ოსკაროსან მსახიობს მერილ სტრიპს პირველი შვილი 30 წლის ასაკში ეყოლა. მას ძალიან დიდი ოჯახი აქვს. მსახიობს 4 შვილი ჰყავს. მერილ სტრიპმა მეოთხე შვილი 1991 წელს 41 წლის ასაკში გააჩინა.
• კრისტი ბრინკლი

ცნობილი ამერიკელი მოდელი კრისტი ბრინკლი პიტერ კუკზე იყო დაქორწინებული და მათ 3 საერთო შვილი ჰყავთ. მან მეორე შვილი 1995 წელს 41 წლის ასაკში ეყოლა, ხოლო მესამე ბავშვი 1998 წელს 44 წლის ასაკში გააჩინა. მოდელმა საჯაროდ განაცხადა, რომ მესამე ბავშვის ყოლა ძალიან უნდოდა, თუმცა ამ მხრივ პრობლემები შეექმნა. პატარა ინ ვინტრო განაყოფიერების შედეგად მოევლინა ქვეყანას.
• ჯეინ სეიმორი

სეიმორი ბრიტანელი მსახიობი და მოდელია, რომელიც 4-ჯერ იყო დაქორწინებული. მისი ოთხივე ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და განქორწინებით დასრულდა. სეიმორი 4 შვილის დედაა. მან 1995 წელს 44 წლის ასაკში ტყუპები გააჩინა. ჯეინის თქმით, უკანასკნელი ორსულობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
• დიანე კრუგერი

დიანე კრუგერი ამერიკაში მოღვაწე გერმანელი მოდელი და მსახიობია. ის „მოსიარულე მკვდრების“ ვარსკვლავ ნორმან რიდუსზეა დაქორწინებული. წყვილმა ერთმანეთი ფილმის გადაღებებზე გაიცნო. მან პირველი შვილი 42 წლის ასაკში გააჩინა. დიანეს თქმით, ნორმანის გაცნობამდე მას შვილის გაჩენაზე არასდროს უფიქრია.
• მოლი რინგვალდი

ცნობილმა მსახიობმა მოლი რინგვალდმა მაყურებელს თავი მრავალფეროვანი როლებით დაამახსოვრა. მან პირველი შვილი 2009 წელს გააჩინა. რინგვალდს ამ დროს „ამერიკელი თინეიჯერის საიდუმლო ცხოვრებაში“ იღებდნენ. პროდიუსერებმა მსახიობის გამო სცენარი შეცვალეს, რათა ორსულობას მისთვის ხელი არ შეეშალა. მოლი რინგვალდი პროდიუსერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დღემდე ძალიან აფასებს.
• ჰოლი ჰანტერი

ოსკაროსანი მსახიობი და პროდიუსერი ჰოლი ჰანტერი ამჟამად 61 წლისაა. მას მსახიობ გორდონ მაკდონალდისგან 2 შვილი - პრესი და კლოდი ჰყავს. მან ტყუპები 47 წლის ასაკში გააჩინა.
• ჯეინ კრაკოვსკი

ჯეინ კრაკოვსკი ცნობილი სატელევიზიო ვარსკვლავია. პირველი შვილი მან 40 წლის შემდეგ გააჩინა. ის 42 წლის იყო, როდესაც ვაჟი ეყოლა. ამ დროისთვის ჯეინ კრაკოვსკი დიზაინერ რობერთ გოდლის ხვდებოდა, თუმცა წყვილი მალე დაშორდა.
• ქლოე სევინგი

ქლოე სევინგს შვილი ჯერ არ გაუჩენია, თუმცა 45 წლის მსახიობმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის 2020 წლის გაზაფხულზე დედა გახდება. 2016 წელს მან საკმაოდ ხმაურიანია განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ბავშვის გაჩენისგან თავის შეკავებაა საჭირო. როგორც ჩანს, ქლოემ აზრი შეიცვალა.
• რეიჩელ ზოი

დიზაინრემა და მოდელმა რეიჩელ ზოიმ 42 წლის ასაკში მეორე შვილის გაჩენა გადაწყვიტა. პირველი შვილი კი მან 39 წლის ასაკში გააჩინა. დიზაინერმა პირველი შვილის გაჩენის შემდეგ საჯაროდ განაცხადა, რომ ის მეორე ბავშვის გაჩენას ვეღარ შეძლებდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ზოის თქმით, ეს საუკეთესო რამ არის, რაც მის ცხოვრებაში მოხდა.
• კამერონ დიასი

3 იანვარს კამერონ დიასს პირველი შვილი ეყოლა. „ჩარლის ანგელოზების“ ვარსკვლავი დიდხანს ყოყმანობდა, რადგან პასუხისმგებლობა ძალიან აშინებდა. მან ბავშვი 47 წლის ასაკში გააჩინა. კამერონმა შვილს რედიქსი დაარქვა. კამერონ დიასმა და ბენჯი მედენმა ოჯახი 5 წლის წინ შექმნეს.
• კელი პრესტონი

კელი პრესტონმა პირველი შვილი 2000 წელს 38 წლის ასაკში გააჩინა. მან ქალიშვილს ელა დაარქვა. 2009 წელს ვაჟის გარდაცვალების შემდეგ კელიმ და მისმა მეუღლემ ჯონ ტრავოლტამ კიდევ ერთი შვილის ყოლა გადაწყვიტეს. მესამე შვილი პრეტსონმა 47 წლის ასაკში გააჩინა. მას ბენჯამენი დაარქვეს.
• გვენ სტეფანი

გვენ სტეფანი შვილის გაჩენაზე ყოველთვის ოცნებობდა. მისი თქმით, ტონი კანალთან ურთიერთობა სწორედ იმიტომ დაასრულა, რომ პარტნიორს შვილის ყოლა არ სურდა. აღნიშნულ თემაზე მომღერალმა რამდენიმე სიმღერაც დაწერა. 2002 წელს მომღერალი გევინ როსდეილზე დაქორწინდა. ის ახლა 3 შვილის დედაა. პირველი შვილი - აპოლო გვენმა 44 წლის ასაკში გააჩინა.
• ალისა მილანო

პირველი შვილი ალისა მილანომ 2001 წელს 39 წლის ასაკში გააჩინა. მას და მის მეუღლეს მშობლის როლი ძალიან მოეწონათ, რის გამოც ოჯახის გაფართოებაზე ზრუნვა მალევე დაიწყეს. 42 წლის ასაკში მსახიობს მეორე შვილი ელიზაბელა ეყოლა.
• მონიკა ბელუჩი

ულამაზესი მსახიობი და მოდელი მონიკა ბელუჩი დედა პირველად 40 წლის ასაკში გახდა. მას ქალიშვილი - დევა ეყოლა. შემდგომი 5 წელი მონიკა აქტიურად იყო ჩართული გადაღებებში. 2010 წელს კი მსახიობმა მეორე შვილი - ლეონი გააჩინა. ამ დროს მონიკა 45 წლის იყო. 

მომზადებულია moviepred​ators.com-ის მიხედვით

​თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად