Baby Bag

როგორ დავგეგმოთ ორსულობა, რა კვლევები ჩავიტაროთ?

როგორ დავგეგმოთ ორსულობა, რა კვლევები ჩავიტაროთ?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როგორ დავგეგმოთ ორსულობა, რა კვლევები უნდა ჩავიტაროთ და რომელი პროფილის ექიმს უნდა მივმართოთ? - მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია დღეს ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

რა არის ორსულობის დაგეგმვა?
ორსულობის დაგეგმვა (პრეგრავიდარული მომზადება) - კომპლექსური გამოკვლევაა, რომელიც მიმართულია ორსულობის დანაკარგების, ორსულობისა და მშობიარობის დროს გართულებების რისკების შესამცირებლად. უმჯობესია, ორსულობისთვის მზადება დაიწყოთ 3-4 თვით ადრე.
რა კვლევები უნდა ჩაიტაროთ?
პირველ რიგში, უნდა მიმართოთ გინეკოლოგს და ჩაიტაროთ:

  • გინეკოლოგიური ულტრაბგერითი კვლევა
  • საშოს ნაცხის ბაქტერისკოპია
  • პაპ-ტესტი
  • სასქესო ჰორმონები
  • ანალიზები ფარულ ინფექციებზე
  • სისხლის საერთო ანალიზი
  • შარდის ბაქტერიოლოგია
  • ვირუსული ინფექციები (B; C-ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი)
  • რამდენიმე შეწყვეტილი ორსულობის შემთხვევაში კვლევა ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომეზე
  • მიმართოთ ენდოკრინოლოგს, ჩააბაროთ ანალიზები ენდოკრინოლოგიური პროფილით (ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამორიცხვა, ჭარბი წონის არსებობის შემთხვევაში წონის კორექცია, დიაბეტის, ინსულინრეზისტენტობის და ა.შ. გამორიცხვა).

გამოიკვლიოთ პარტნიორი - მინიმუმ:

  • ნაცხი ინფექციებზე
  • სპერმოგრამა
  • საჭიროების შემთხვევაში თერაპევტის კონსულტაცია
  • საჭიროების შემთხვევაში გენეტიკოსის კონსულტაცია (თუ ოჯახურ ანამნეზშია რაიმე გენეტიკური დაავადება, ან მშობლების ასაკია 35 წელი და მეტი).
  • ექსტრაგენიტალური დაავადების დროს შესაბამისი პროფილის ექიმის კონსულტაცია და მეთვალყურეობა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედ​ების ჯგუფი“)

​ტესტის საშუალებით რამდენ ხანში შეგვიძლია, გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად და დღის რომელ მონაკ...
დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ორსულობის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტზე ...

შეიძლება დაინტერესდეთ