Baby Bag

მოდელი ანა ახვლედიანი ულამაზესი შვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს

მოდელი ანა ახვლედიანი ულამაზესი შვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს

მოდელი ​ანა ახვლედიანი სოციალურ ქსელში ულამაზესი შვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს. ევა, რომელიც ერთი წლისაც არ არის, ძალიან ჰგავს მშობლებს. პატარას მამა მოდელი გიგი ბერაიაა. 

ანას გამოქვეყნებულ ფოტოებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს.


შეიძლება დაინტერესდეთ

„შეიძლება ბავშვის შიში მანიპულაციის საშუალება იყოს, მაგრამ უფლება არ გვაქვს, რომ ამას არ გამოვეხმაუროთ,“ - ლელა ტყეშელაშვილი

„შეიძლება ბავშვის შიში მანიპულაციის საშუალება იყოს, მაგრამ უფლება არ გვაქვს, რომ ამას არ გამოვეხმაუროთ,“ - ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ბავშვებში შიშის მართვისა და შიშების გამომწვევი მიზეზების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შიშმა ბავშვს არ უნდა შეუშალოს ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში:

„ბავშვი ჩაკეტილი არ უნდა იყოს, ურთიერთობაზე უარს არ უნდა ამბობდეს, სწავლაში ხელი არ უნდა ეშლებოდეს, გარეთ გასვლის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.​ შეიძლება ბავშვის შიში მანიპულაციის საშუალება იყოს. ბავშვი დედას ვერ ხედავს ხშირად და შეიძლება, უნდა, რომ მასთან ერთად იყოს, მაგრამ ჩვენ არავითარი უფლება არ გვაქვს, რომ ამას არ გამოვეხმაუროთ. ბავშვების შემთხვევაში ძალიან კარგია ხელოვნების ნებისმიერი დარგის გამოყენება, განსაკუთრებით ხატვა.“

ლელა ტყეშელაშვილის თქმით, შიში არ უნდა დავივიწყოთ, ის პოზიტიური მეხსიერებით უნდა ჩავანაცვლოთ:

​ბავშვებს ეშინიათ, რომ საწოლის ქვეშ ვინმე არ იყოს, არის გუდიანი კაცი და ა.შ. იმის ნაცვლად, რომ ეს გავაჩეროთ, კომუნიკაციაში შევიყვანოთ ბავშვი. ხუმრობით წერილები მივაწერინოთ, რომ კარგი სიზმრები გამოუგზავნოს. კარგად დავათვალიერებინოთ ბავშვს გარემო, სადაც ის ცხოვრობს. შიში მეხსიერებაა, ეს მეხსიერება ჩვენ კი არ უნდა დავივიწყოთ, ის უნდა ჩავანაცვლოთ პოზიტიური მეხსიერებით. ხანდახან საჭიროა, რომ ადამიანმა ფიქრი ბოლომდე მიიყვანოს, არ შეეშინდეს შიშის განცდის ბოლომდე მიყვანის. შეჩერებული განცდები არსად არ მიდიან და გვახსენებენ თავს.“

„ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ჩვენ იმიტომ კი არ ვტირით, რომ გვეშინია, იმიტომ გვეშინია, რომ ვტირით. ხანდახან შიშის გამოხატვა მეორადად აძლიერებს შენს ემოციებს. ხანდახან ბავშვებს ვეუნებით: „მოიქეცი ისე, რომ გარეგნულად შენი შიშის გამოხატულებები იყოს ნაკლები.“ ​ზოგჯერ ბავშვებს ვეუბნებით: „ნუ გეშინია, გააკეთე ეს!“ სჯობს, ვუთხრათ, რაც რეალობაა: „გეშინოდეს და მოდი, შიშის ფონზე გაბედე!“ ბავშვს თუ დაავალებ, რომ არ ეშინოდეს, მას ეს არ გამოუვა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლელა ტყეშელაშვილმა რადიო იმედის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო იმედი

წაიკითხეთ სრულად