Baby Bag

„მგონი ფიქრობენ, რომ ძალიან გვინდოდა ბიჭი და არ გვიტეხავენ“ - „ჩცდ“-ს „ზურაშას“ შვილი ბიჭი ჰგონიათ

„მგონი ფიქრობენ, რომ ძალიან გვინდოდა ბიჭი და არ გვიტეხავენ“ - „ჩცდ“-ს „ზურაშას“ შვილი ბიჭი ჰგონიათ

„მეხუთე დღეა ჩვენს ლიკას ხან მამას მგელს , ხან კი მგელიკას ვეძახით, ამას ის ემატება რომ გაიჩკა ვარდისფერს კატეგორიულად არ აცმევს, ამიტომ უმრავლესობას ბიჭი ჰგონია. დღეს პირველად მივიყვანეთ პედიატრთან და ვიდრე კაბინეტში შევიდოდით, უკვე კარგად ნაცნობმა ჩაჩავას თანამშრომლებმა სულ ბიჭო-ბიჭო და პატარა კაცო უძახეს, მგონი ფიქრობენ, რომ ძალიან გვინდოდა ბიჭი და არ გვიტეხავენ,“ - აღნიშნულ პოსტს ფეისბუქ გვერდზე „ჩცდ“-ს მსახიობი ირაკლი ჩხიკვიშვილი აქვეყნებს. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩხიკვიშვილი და გაია ხა­ჩი­ძე რამდენიმე დღის წინ გოგონას მშობლები გახდნენ. 

 


შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად