Baby Bag

„იცოდით, რომ ფოთში ბევრად ოქროსფერ რუჯს იღებთ ვიდრე სხვა ზღვისპირა ქალაქში...“

„იცოდით, რომ ფოთში ბევრად ოქროსფერ რუჯს იღებთ ვიდრე სხვა ზღვისპირა ქალაქში...“

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა შვილებთან ერთად ფოთში, მალთაყვაში ისვენებს.

როგორც თავად აღნიშნავს, ფოთის სანაპიროზე ქვიშა მაგნიტურია, ბავშვები კი ბევრად დაცულები არიან, რადგან სანაპიროზე დაბალი წყალი დგას:

„იცოდით, რომ ფოთში ბევრად ოქროსფერ რუჯს იღებთ ვიდრე სხვა ზღვისპირა ქალაქში? ქვიშაც მაგნიტურია და რუჯთან ერთად კაჟდებით და ჯანმრთელობას იღებთ. ბავშვებიც ბევრად დაცულია, სანაპიროზე დაბალი წყალი დგას, სანამ შორს არ გახვალ. თუ ერთხელ მაინც მოხვდებით აქ, გაიხსენეთ ჩემი სიტყვები,“ - აღნიშნული ხატია სიჭინავამ თავის ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

დაისვენებენ თუ არა სკოლები დიდ ხუთშაბათს?

დაისვენებენ თუ არა სკოლები დიდ ხუთშაბათს?

16 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღნიშნავენ, სკოლები სააღდგომოდ წითელ პარასკევს, დიდ შაბათს, აღდგომასა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს (აღდგომის შემდეგი ორშაბათი) დაისვენებენ (14, 15, 16,17 აპრილი). რაც შეეხება დიდ ხუთშაბათს, არ არის ოფიციალური უქმე დღე.

წაიკითხეთ სრულად