Baby Bag

„ესეც ჩართვა ეიფელის კოშკიდან!“ - 91 წლის ბებოს შვილმა და რძალმა ოცნება აუხდინეს

„ესეც ჩართვა ეიფელის კოშკიდან!“ - 91 წლის ბებოს შვილმა და რძალმა ოცნება აუხდინეს

„ესეც ჩართვა ეიფელის კოშკიდან!“ - 91 წლის ბებოს, ნათელა ფარემუზაშვილს საფრანგეთში მოგზაურობით ოცნება აუხდა. ვიდეოს, სადაც ნათელა ფარემუზაშვილი პარიზში, ეიფელის კოშკთან იმყოფება, სოციალურ ქსელში მისი რძალი აქვეყნებს. 


როგორც ოჯახის წევრები აღნიშნავენ, ნათელა ფარემუზაშვილი 52 წლის გამავლობაში სკოლაში ფრანგულ ენას ასწავლიდა და პარიზის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აქვს.

„ვისაც ეჭვი შეეპარა, რომ 91 წლის ასაკში ნამდვილად აიხდინა ჩემმა დედამთილმა ოცნება და ეწვია პარიზს, დავამატებ კიდევ რამდენიმე სურათს!“ - წერს ფეისბუქზე ნათელა ფარემუზაშვილის რძალი და კიდევ ერთ ფოტოს აქვეყნებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ბაბუა ამას მეუბნება,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ბაბუა ამას მეუბნება,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ხანდაზმულობასთან და საპენსიო ასაკთან შეგუების უნარების მიხედვით ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული განსხვავებების შესახებ ისაუბრა:

„ქალები უფრო ადაპტირებულები არიან ამასთან. საპენსიო ასაკში, სამსახურიდან თუ გამოუშვეს ქალი, მას შეუძლია დატვირთვა უფრო სწრაფად აკრიფოს, ბავშვს მოუაროს, სახლი დაალაგოს. მას ფუნქცია აქვს. კაცმა არ იცის რა გააკეთოს. სამსახური არ აქვს და ბოდიალს იწყებს სახლში, ფეხებში გედება.“

ზურა მხეიძის თქმით, ბაბუებს შვილიშვილები ფუნქციას სძენენ, რის გამოც მათ ისინი განსაკუთრებუთ უყვართ:

„ამიტომ უხარიათ ბაბუებს შვილიშვილები. შვილები დიდი ჰყავს, არავინ ეფერება. ერთი სული აქვს შვილიშვილი ჰყავდეს, იმიტომ, რომ შვილიშვილს უყვარს ბაბუ. მე ბაბუა ჯერ არ ვარ, მაგრამ ბაბუებს რომ ვეკითხები, შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ამას მეუბნება. სულ სხვა განცდააო, ამბობენ. ფუნქციას ნახულობს ადამიანი.“

„კაცისთვის სამსახურიდან გათავისუფლება უფრო რთულად ასატანია. სამსახური რომ არ აქვს კაცს, იმის გამო, რომ „ამტკიცოს, რომ კაცია,“ სახლში ყვირის, სვამს. სხვანაირად ვერაფერს ვერ ამტკიცებს,“- აღნიშნა ზურა მხეიძემ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად