Baby Bag

„ესეც ჩართვა ეიფელის კოშკიდან!“ - 91 წლის ბებოს შვილმა და რძალმა ოცნება აუხდინეს

„ესეც ჩართვა ეიფელის კოშკიდან!“ - 91 წლის ბებოს შვილმა და რძალმა ოცნება აუხდინეს

„ესეც ჩართვა ეიფელის კოშკიდან!“ - 91 წლის ბებოს, ნათელა ფარემუზაშვილს საფრანგეთში მოგზაურობით ოცნება აუხდა. ვიდეოს, სადაც ნათელა ფარემუზაშვილი პარიზში, ეიფელის კოშკთან იმყოფება, სოციალურ ქსელში მისი რძალი აქვეყნებს. 


როგორც ოჯახის წევრები აღნიშნავენ, ნათელა ფარემუზაშვილი 52 წლის გამავლობაში სკოლაში ფრანგულ ენას ასწავლიდა და პარიზის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აქვს.

„ვისაც ეჭვი შეეპარა, რომ 91 წლის ასაკში ნამდვილად აიხდინა ჩემმა დედამთილმა ოცნება და ეწვია პარიზს, დავამატებ კიდევ რამდენიმე სურათს!“ - წერს ფეისბუქზე ნათელა ფარემუზაშვილის რძალი და კიდევ ერთ ფოტოს აქვეყნებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი დაშორდნენ

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი დაშორდნენ

4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი და ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი ერთმანეთს დაშორდნენ. ინფორმაციას ​People ავრცელებს.

ამერიკული მედიის ცნობით, 44 წლის კუ­პერ­ი და 33 წლის შე­იკ­ი ცდი­ლო­ბენ, თა­ნაბ­რად გა­და­ი­ნა­წი­ლონ მე­ურ­ვე­ო­ბა შვილ­ზე, ლეა დე სე­ინ­ზე, რო­მე­ლიც 2017 წელს და­ი­ბა­და.

ოსკარის ნომინანტი მსახიობი და ვიქტორია სიქრეთის მოდელი 2015 წლიდან იყვნენ ერთად. წყვილი ცდილობდა, რომ ურთიერთობა ტაბლოიდებისთვის საჯარო არ გაეხადა. ამის შესახებ შეიკმა 2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში Glamour UK-თან საუბრისას გა­ნა­ცხა­და.

„ჩემი უამრავი მეგობარი სოციალურ მედიაში პირადი ცხოვრების შესახებ ხშირად პოსტავენ. ეს მშვენიერია, მაგრამ ეს ასევე პირადი არჩევანია. ჩემი სამსახური ისედაც მოითხოვს საჯაროობას, მე გადავწყვიტე, რომ ჩემი პირადი ცხოვრების დეტალები დაცული ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ჰქვია ამას პირადი, რომ ეს შენთვის და შენი ოჯახისთვისაა და მე ეს მაბედნიერებს,“ - აღნიშნა სუპერმოდელმა. 

გასული წელი ბრედლი კუპერისთვის ძალიან წარმატებული იყო. ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და მისი ფილ­მი „ვარ­სკვლა­ვის და­ბა­დე­ბა“, რომელიც ოსკარის 8 კატეგორიაში იყო ნომინირებული. ფილმში კუპერი მთავარ როლს სუპერვარსკვლავ ლედი გაგასთან ერთად ასრულებს. სწორედ ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ, რომ კუპერს ლედი გაგასთან ბევრად უფრო მეტი აკავშირდებდა, ვიდრე მეგობრობა. თუმცა რო­მა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ორი­ვე მათ­გან­მა უარ­ყო.

წაიკითხეთ სრულად