Baby Bag

5 თვეში შვილზე ძალადობის გამო 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

5 თვეში შვილზე ძალადობის გამო 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

2019 წლის 5 თვეში ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 110 მშობელს დაეკისრა, - ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა, გოგა ხატიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

„2019 წლის 6 თვეში გაზრდილია შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი, გაზრდილია ასევე გამოძიების დაწყების მაჩვენებელიც. მაგალითად, 2019 წლის 5 თვეში 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ერთი მხრივ, ეს სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ამ დანაშაულების პრევენცია და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია გამომძიებლების შესაძლებლობების გაძლიერება,“- აღნიშნა გოგა ხატიაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ვაკონტროლოთ ბავშვების სიმაღლე და წონა

როგორ ვაკონტროლოთ ბავშვების სიმაღლე და წონა

როგორ ვაკონტროლოთ ბავშვების სიმაღლე და წონა ? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამაზ კორძახია საუბრობს. 

,,ბავშვის სიმაღლის პრობლემები არა მარტო მშობელს, პედიატრსაც არ უნდა გამოეპაროს. თუკი რამე გადახრა შენიშნა პედიატრმა, იქ ჩაერთვება ენდოკრინოლოგი ან ნევროლოგი, გააჩნია თუ რას ჩათვლის პედიატრი ჩამორჩენის მიზეზად. რენტგენი იძლევა საშუალებას გაირკვეს, განაგრძობს თუ არა ბავშვი სიმაღლეში ზრდას, თუ რენტგენოგრაფაზე ნათელი უბნებს (ზრდის უბნები) ვხედავთ, ე.ი ზრდის რესურსი ჯერ არ ამოწურულა. თუ ნათელი უბნები აღარ არის, რაც არ უნდა ზომები მივიღოთ, შეიძლება დაგვიანებული იყოს ჩარევა. ნათელი უბნების დახურვა ხდება დაახლოებით 25 წლის მერე.''

პედიატრი ასევე საუბრობს, თუ რა დაავადებები უშლის ხელს სიმაღლეში ზრდას

წაიკითხეთ სრულად