Baby Bag

5 თვეში შვილზე ძალადობის გამო 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

5 თვეში შვილზე ძალადობის გამო 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

2019 წლის 5 თვეში ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 110 მშობელს დაეკისრა, - ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა, გოგა ხატიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

„2019 წლის 6 თვეში გაზრდილია შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი, გაზრდილია ასევე გამოძიების დაწყების მაჩვენებელიც. მაგალითად, 2019 წლის 5 თვეში 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ერთი მხრივ, ეს სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ამ დანაშაულების პრევენცია და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია გამომძიებლების შესაძლებლობების გაძლიერება,“- აღნიშნა გოგა ხატიაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მორთეს ანუკი არეშიძემ და პატარა ნიკოლიკომ სახლში ულამაზესი საახალწლო ნაძვის ხეები?

როგორ მორთეს ანუკი არეშიძემ და პატარა ნიკოლიკომ სახლში ულამაზესი საახალწლო ნაძვის ხეები?

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ პატარა ნიკოლიკოსთან ერთად სახლში რამოდენიმე საახალწლო ნაძვის ხე მორთო. მისი თქმით, საახალწლო განწყობა ძალიან უყვარს:

„დადგა დღე, რომელიც ყველაზე ძალიან უყვართ ბავშვებს. მეც მიყვარს, მაგრამ დროთა განმავლობაში უკვე ცოტა მეზარება. მთელი ბავშვობა მე ვაწყობდი ხოლმე ნაძვის ხეს სახლში. კედლის მხარეს რომელი ნაწილიც რჩებოდა, სულ მეზარებოდა იმის მორთვა. სულ წინა მხარეს ვრთავდი. რამოდენიმეჯერ გადმოვარდა ეს ნაძვის ხე და დაილეწა სათამაშოები. ახლაც ძალიან მიყვარს წინასაახალწლო განწყობა.“

ნაძვის ხეების მორთვის პროცესი იხილეთ ვიდეოში.

წყარო: ​Anouki Areshidze

წაიკითხეთ სრულად