Baby Bag

,,თავიდან ვიბრძოდი გაჯეტებთან, მერე დავნებდი... თავიდან კარგი კოკტეილივით ვრევდი ერთმანეთში გაკვეთილებს, მათ მომზადებას, ველოსიპედებს...''

,,თავიდან ვიბრძოდი გაჯეტებთან, მერე დავნებდი... თავიდან კარგი კოკტეილივით ვრევდი ერთმანეთში გაკვეთილებს, მათ მომზადებას, ველოსიპედებს...''

ეკა ხოფერია ინსატგრამზე პოსტს აქვეყნებს და კარანტინით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,თავიდან ვიბრძოდი გაჯეტებთან, მერე დავნებდი... თავიდან კარგი კოკტეილივით ვრევდი ერთმანეთში გაკვეთილებს, მათ მომზადებას, ველოსიპედებს, დალაგებებში დახმარებას, კარგ ფილმებს( მათთვის შერჩეულს), ერთსაათიან გაჯეტებს, ეზოს დასუფთავებებს. ახლა, კარანტინის მიწურულს, კარგა გვარიანად დაღლილს, უკვე მიჭირს) ამინდიც არ მიწყობდა ხელს და ზემოჩამოთვლილიდან ფილმები დარჩა და გაჯეტები) მათი სწავლის პროცესში პერიოდულად ვერთვები, თან ისეთი ავტოტრენინგი მჭირდება საკუთარი თავისთვის, ვერ აგიხსნით) ჰოდა, სკოლა ხომ არ განახლდეს?))) ვხუმრობ) თქვენთან როგორ მიდის საქმე? როგორ ახერხებთ აი იმ ყველაფრის, რაც მე და თქვენ ვიცით( სახლის ასიათასი საქმე რომ ჰქვია) ისე განაწილებას, რომ თქვენი შვილები ტელეფონებს , კომპიუტერებს და ფლეისთეიშენებს ააცილოთ?'' 



შეიძლება დაინტერესდეთ

„ხმის აწევაზე გული უსკდება ბავშვს. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მას გავუკეთოთ,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„ხმის აწევაზე გული უსკდება ბავშვს. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მას გავუკეთოთ,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის აღზრდისას სიმკაცრისა და თანმიმდევრულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარია ბავშვთან გულწრფელები ვიყოთ:

​მე პირადად ვთვლი, რომ ბავშვთან ურთიერთობაში აუცილებელია სიმკაცრე, თანმიმდევრულობა და სიმართლე. ბავშვთან უნდა იყო გულწრფელი და მართალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ სიმაღლეზე დააყენო ბავშვი, ან შენ დაჯდე ძირს და თვალი თვალში გაუყარო. არაფერი არ უჭირს, თუ ბავშვს ხელს მოჰკიდებ და ცოტას მოუჭერ ან შეაჯანჯღარებ, როდესაც მას არაფერი არ ესმის, ძალა რომ დაინახოს. ეს არ უნდა იყოს გადამეტებული, რომ ბავშვს არ შეეშინდეს.“

მარია კაჭარავამ აღნიშნა, რომ ბავშვს ძალიან აშინებს ხმის აწევა და ყვირილი:

„ხმის აწევაზე გული უსკდება ბავშვს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენზე სამჯერ მაღალი ადამიანი დგას და გიყვირით, გაჯანჯღარებთ, მუშტებს გიქნევთ. ბავშვიც ისეა ამ დროს, როგორც თქვენ იქნებით. ​ყვირილი არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ბავშვს გავუკეთოთ.“

​ქცევას რა აფიქსირებს? რასაკვირველია სიმკაცრე საჭიროა. ბავშვმა რომ ის აკეთოს, რაც უნდა, ის ცხოველი გაიზრდება. ყოველთვის იფიქრეთ, თქვენ როგორ გინდათ, რომ მოგექცნენ? როდესაც მე რამე მეშლება, არ მინდა, რომ ვინმემ მომჩეჩოს. მირჩევნია, რომ ადამიანურად დამელაპარაკონ და მზად ვარ, რომ ბოდიში მოვიხადო. რა აზრი აქვს ისეთ ბოდიშს, რომელსაც ბავშვი კანფეტის მისაღებად მოიხდის? მას ამით ასწავლით სიტუაციის გამოყენებას,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

წაიკითხეთ სრულად