Baby Bag

ისპანახი სტაფილოთი და ქათმის ხორცით - გემრიელი სადილი 1წლამდე ასაკის ჩვილისათვის

ისპანახი სტაფილოთი და ქათმის ხორცით - გემრიელი სადილი 1წლამდე ასაკის ჩვილისათვის

​პედიატრი თამარ ობგაიძე გემრიელი სადილის რეცეპტს გვთავაზობს 1 წლამდე ასაკის ჩვილისათვის:

ისპანახი სტაფილოთი და ქათმის ხორცით

„მოხარშეთ კუბებად დაჭრილი 100-100 გრამი სტაფილო და ისპანახი. არ დაივიწყოთ, რომ ის უნდა ხარშოთ სულ 5-7 წთ. ქვაბიდან ამოღების შემდეგ ისპანახს გადაავლეთ ცივი წყალი. ბოსტნეულს დაუმატეთ მოხარშული, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხორცი. აქციეთ ერთგვაროვან მასად ბლენდერით და დაამატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიიღებთ გემრიელ და სასარგებლო ხორციან სადილს თქვენი პატარასათვის,“ - წერს პედიატრი.

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად