ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს შვრიის ფაფა ატმით, რომელიც
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- მილინ პარასის შვრიის ფანტელი - 3 სუფრის კოვზი
- ატამი - 1 ცალი
- რძე
- ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი კი ასეთია:
აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ 3 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი. ბურღული აუცილებლად მოხარშეთ წყალში. (შეცდომაა თუ თქვენ მას ხარშავთ რძეში, რადგან ხანგრძლივი დუღილის დროს რძეში არსებული ყველა ვიტამინი დაიშლება. ამიტომ მოხარშეთ წყალში და უკვე მზა პროდუქტს დაამატეთ რძე. თუ თქვენი პატარა არის ბუნებრივ კვებაზე, დაამატეთ დედის რძე, თუ ხელოვნურზე, მაშინ ხელოვნური ნარევი). შვრიის ფაფას მოსახარშად სჭირდება 3-4 წუთი. ამასობაში გააცალეთ ატამს კანი და ოდნავ შეგრილებილ ფაფასთან ერთად დააბლენდერეთ. სურვილის შემთხვევაში დაამატეთ რძე და ზეითუნის ზეთი.
R.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები