Moms.ge გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ სამარხვო ნამცხვარს - კექსი ვაშლის წვენით.
ნამცხვრის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
შაქარი - 1/2 ჭ;
ზეთი - 1/4 ჭ;
ნიგოზი - 1/2 ჭ;
ვაშლის წვენი - 1/2 ჭ;
ფქვილი - 1 ჭ;
სოდა - 1/3 ჩ.კ
მარილი;
შაქრის პუდრა;
მომზადების წესი:
შაქარი, მარილი და ზეთი აურიეთ. დაამატეთ გატარებული ნიგოზი. ვაშლის წვენში ჩაამატეთ სოდა და ჩაასხით გამზადებულ მასაში. დაამატეთ ცოტ-ცოტა ფქვილი. საცხობ ჯამს წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი, დაასხით ცომი და გამოაცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში.
როცა ნამცხვარი გაგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა.