Baby Bag

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სამარხვო ნამცხვარი

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სამარხვო ნამცხვარი

​​Moms.ge გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ სამარხვო ნამცხვარს - კექსი ვაშლის წვენით. 

ნამცხვრის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

შაქარი - 1/2 ჭ;

ზეთი - 1/4 ჭ;

ნიგოზი - 1/2 ჭ;

ვაშლის წვენი - 1/2 ჭ;

ფქვილი - 1 ჭ;

სოდა - 1/3 ჩ.კ

მარილი; 

შაქრის პუდრა;

მომზადების წესი:

შაქარი, მარილი და ზეთი აურიეთ. დაამატეთ გატარებული ნიგოზი. ვაშლის წვენში ჩაამატეთ სოდა და ჩაასხით გამზადებულ მასაში. დაამატეთ ცოტ-ცოტა ფქვილი. საცხობ ჯამს წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი, დაასხით ცომი და გამოაცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში. 

როცა ნამცხვარი გაგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა.


შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ დავკეცოთ მარტივად - რჩევები დიასახლისებს

ერთი შეხედვით დიასახლისობა მარტივ საქმედ აღიქმება, თუმცა სულაც არ არის ასე. დიასახლისებს დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საქმის კეთება უწევთ - დალაგება, სადილის მომზადება, კარადების მოწესრიგება, შესაბამისად, ტანსაცმელების, თეთრეულის დაკეცვა... ამ შრომატევადი საქმის შესამსუბუქებლად გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნახავთ, როგორ შეიძლება ტანსაცმლის, თეთრეულის და ა.შ მარტივად დაკეცვა. 

წაიკითხეთ სრულად