Baby Bag

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სამარხვო ნამცხვარი

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სამარხვო ნამცხვარი

​​Moms.ge გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ სამარხვო ნამცხვარს - კექსი ვაშლის წვენით. 

ნამცხვრის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

შაქარი - 1/2 ჭ;

ზეთი - 1/4 ჭ;

ნიგოზი - 1/2 ჭ;

ვაშლის წვენი - 1/2 ჭ;

ფქვილი - 1 ჭ;

სოდა - 1/3 ჩ.კ

მარილი; 

შაქრის პუდრა;

მომზადების წესი:

შაქარი, მარილი და ზეთი აურიეთ. დაამატეთ გატარებული ნიგოზი. ვაშლის წვენში ჩაამატეთ სოდა და ჩაასხით გამზადებულ მასაში. დაამატეთ ცოტ-ცოტა ფქვილი. საცხობ ჯამს წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი, დაასხით ცომი და გამოაცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში. 

როცა ნამცხვარი გაგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა.


შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად