Baby Bag

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სამარხვო ნამცხვარი

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სამარხვო ნამცხვარი

​​Moms.ge გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ სამარხვო ნამცხვარს - კექსი ვაშლის წვენით. 

ნამცხვრის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

შაქარი - 1/2 ჭ;

ზეთი - 1/4 ჭ;

ნიგოზი - 1/2 ჭ;

ვაშლის წვენი - 1/2 ჭ;

ფქვილი - 1 ჭ;

სოდა - 1/3 ჩ.კ

მარილი; 

შაქრის პუდრა;

მომზადების წესი:

შაქარი, მარილი და ზეთი აურიეთ. დაამატეთ გატარებული ნიგოზი. ვაშლის წვენში ჩაამატეთ სოდა და ჩაასხით გამზადებულ მასაში. დაამატეთ ცოტ-ცოტა ფქვილი. საცხობ ჯამს წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი, დაასხით ცომი და გამოაცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში. 

როცა ნამცხვარი გაგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა.


შეიძლება დაინტერესდეთ

კარტოფილის და კამის კომბინაცია იდეალურია ნაწლავისთვის

კარტოფილის და კამის კომბინაცია იდეალურია ნაწლავისთვის

ახალი კარტოფილი და კამა - რა სასარგებლო თვისებები აქვს ამ ორ პროდუქტს ერთად - აღნიშნულ თემაზე ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია საუბრობს. 

წყარო: „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად