თუ თქვენი პატარა უკვე 11 თვისაა, მას შეგიძლიათ წითელი ოსპის სუპი შესთავაზოთ.
მომზადების წესს Momsedu.ge გთავაზობთ.
საჭირო ინგრედიენტები:
- 100 გრ. წითელი ოსპი
- 1ც. სტაფილო
- 1ც. (პატარა ზომის) ბულგარული წიწაკა
- 2ც. საშუალო ზომის კარტოფილი
- 1 თავი ხახვი (პატარა ზომის)
- 10 გრ. ოხრახუში და კამა
- 5 მლ. ზეითუნის ზეთი
როგორ მოვაზმადოთ?
გასუფთავებული კარტოფილი, ხახვი, სტაფილო და ბულგარული მოხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. წყალში დაახლოებით 2 საათით დაალბეთ ოსპი, დამბალი ოსპი დაუმატეთ ბოსტენულს და ერთად ხარშეთ კიდევ 20 წუთი. (ოსპი უნდა დარბილდეს). აღნიშული ბოსტნეული და ოსპი დააბლენდერეთ და მოაყარეთ ოხრახუში და კამა, მოასხით ზეთი.