პედიატრი თამარ ობგაიძე დედებს გემრიელ და სასარგებლო დესერტის რეცეპტს სთავაზობს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 700 გრ. უცხიმო ხაჭო
- 3 ცალი კვერცხი
- ვანილი
- 70 გრ. ნატურალური თაფლი
- 1 ბანანი
- 1 მსხალი
- 150 მლ. რძე
- 100 გრ. მანანის ბურღული
- 50 გრ. ქიშმიში
მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხი, თაფლი და ვანილი, დაუმატეთ ხაჭო, წვრილად დაჭრილი ბანანი, მსხალი და ქიშმიში.
გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმებში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.