MomsEdu.ge პატარებისთვის სადილის რეცეპტს გთავაზობთ.
დღეს პატარებს შეგიძლიათ, კარტოფილის და ქათმის პიურე მოუმზადოთ.
საჭირო მასალა:
- 200 გრ ქათმის ხორცი
- 400 გრ კარტოფილი
- თითო ღერი კამა და მწვანე ხახვი
- რძე
- კარაქი
მომზადების წესი:
მოხარშეთ ქათმის ხორცი, კამა და მწვანე ხახვი. მოხარშვის შემდგომ დაამატეთ კარტოფილი, ადუღეთ კიდევ 30 წუთი და დაუმატეთ მწიკვი მარილი.
მოხარშული ხორცი და კარტოფილი ერთად დააბლენდერეთ, დაუმატეთ რძე და ცოტა კარაქი.