Baby Bag

ქლაბ სენდვიჩი ქათმითა და ბეკონით - უგემრიელესი იდეა ლანჩისთვის

ქლაბ სენდვიჩი ქათმითა და ბეკონით - უგემრიელესი იდეა ლანჩისთვის

თუ ლანჩისთვის იდეები გჭირდებათ, მაშინ უგემრიელესი ქლაბ სენდვიჩის მომზადებას გირჩევთ. ამ ვიდეოში 2020 წლის „მასტერშეფის“ გამარჯვებული ნუცა სურგულაძე ქლაბ სენდვიჩის მარტივ და ნოყიერ რეცეპტს გთავაზობს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ტოსტის პური
  • ქათმის ფილე (თუ წინასწარ დაამარინადებთ, გაცილებით რბილი იქნება)
  • ბეკონი
  • კვერცხი
  • სალათის ფურცლები
  • პომიდორი
  • ზეთი
  • ორეგანო
  • ქარი
  • სოიოს სოუსი
  • სახლის მაიონეზისთვის: 2 კვერცხის გული, მდოგვი (დიჟონი) 2 ჩ.კ., ზეთი 200 მლ, მარილი, პილპილი (შეგიძლია, დაამატოთ 50 მლ. ზეთი, თუ უფრო სქელი გინდათ რომ გამოვიდეს მაიონეზი)


​მომზადების 
დეტალური წესი იხილეთ ვიდეოში👇

​​თუ პიურეს ამ რეცეპტით მოამზადებთ, მიხვდებით, რომ რასაც ბაღში გვიკეთებდნენ, ის პიურე არ ი...
ამ ვიდეოში 2020 წლის „მასტერშეფის“ გამარჯვებული ნუცა სურგულაძე პიურეს ყველაზე გემრიელ რეცეპტს შემოგთავაზებთ. „ბავშვობიდან ყველას პიურეს განსხვავებული ვერსია გვახსოვდა. ამ კარანტინობის ჟ...
უმარტივესი და უგემრიელესი კრემ-სუპის რეცეპტი „მასტერშეფის“ გამარჯვებულისგან
თუ სააღდგომო სუფრისგან ორგანიზმის განტვირთვა გსურთ, მაშინ გოგრის სასარგებლო კრემ-სუპის მომზადებას გირჩევთ შებოლილი სულუგუნით. ამ ვიდეოში 2020 წლის საქართველოს „მასტერშეფის“ გამარჯვებული ...
თუ პასკა დაგრჩათ, მისგან უგემრიელესი ფრანგული ტოსტები შეგიძლიათ მოამზადოთ
აბა ვის დარჩა სახლში პასკა? - პასკის ფრანგული ტოსტის უგემრიელეს რეცეპტს ,,მასტერშეფის'' გამარჯვებული ნუცა სურგულაძე გთავაზობთ. ინგრედიენტები: გამომშრალი პასკაკვერცხის გული - 2...
შოკოლადის ნამცხვარი 2 წუთში - ნუცას რეცეპტი
მორიგი საინტერესო რეცეპტი ნუცა სურგულაძისგან. ნუცა შოკოლადის ნამცხვრის გაკეთებას გვასწავლის, რომლის მოსამზადებლად ზუსტად 2 წუთია საჭირო. ​საჭირო ინგრედიენტები: კაკაოზეთიკარაქიკვერ...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვამზადოთ ინდაურის საცივი? - რეცეპტი

როგორ მოვამზადოთ ინდაურის საცივი? - რეცეპტი

ინდაურის საცივი მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:

  • ინდაური
  • ხახვი - 400 გრ.
  • ხმელი ქინძი - 1 ს.კ.
  • უცხო სუნელი - 1 ს.კ.
  • ნიორი - 5 კბილი
  • მწარე წიწაკა - 1 ცალი
  • ყვითელი ყვავილი - 2 ს.კ.
  • ნიგოზი - 500 გრ.
  • ღვინის ძმარი
  • მარილი
მომზადების წესი:

მოხარშეთ ინდაური, მოხარშულ ინდაურს მოაყარეთ მარილი, შედგით ღუმელში და აცადეთ, სანამ კანი არ გაწითლდება. ინდაურის ბულიონს მოაშორეთ ცხიმი, ამოიღეთ დაახლოებით ერთი ჭიქა და დაასხით ტაფაზე. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. ნიგოგზს დაუმატეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა, ნიორი, წიწაკა, ცოტა ძმარი და შეაზილეთ ერთმანეთს, რომ ნიგოზს გამოუვიდეს ცხიმი (ზეთი). (ეს ცხიმი ცალკე გადაიტანეთ პატარა ჭიქაში და შეინახეთ). მიღებულ მასას დაუმატეთ ბულიონი და გაცერით საცერში. ადუღეთ დაახლოებით 20-25 წუთი და თან ურიეთ. აღნიშნული მასა გააციეთ. ინდაური დაჭერით ნაჭრებად და ჩაალაგეთ მზა საცივში. სურვილისამებრ ზევიდან მოასხით ნიგოზის ზეთი და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით 
წაიკითხეთ სრულად