Baby Bag

მარწყვის სეზონი ისე არ უნდა დამთავრდეს, ეს საოცარი დესერტი ერთხელ მაინც რომ არ მოამზადოთ

მარწყვის სეზონი ისე არ უნდა დამთავრდეს, ეს საოცარი დესერტი ერთხელ მაინც რომ არ მოამზადოთ

MomsEdu.ge-ს მკითხველს კარგად ახსოვს საგაზაფხულო მარწყვის ტარტი „მასტერშეფის“ გამარჯვებულისგან. 

ნუცა სურგულაძე მორიგ საინტერესო მარწყვის დესერტს გთავაზობთ. 

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • მარწყვი
  • პიტნა
  • ფენოვანი ცომი

კრემისთვის დაგჭირდებათ:

  • კვერცხის გული - 3 ცალი
  • შაქარი - 70 გრამი
  • სიმინდის სახამებელი - 25 გრამი
  • რძე - 250 გრამი
  • კარაქი - 200 გრამი
  • ჟელატინი - 3 გრამი

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👇


არ დაგავიწყდეთ !!!

​Momsedu.ge​-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედ​ები

რამდენად უსაფრთხოა მარწყვი ბავშვებისათვის და როდიდან უნდა დავაწყებინოთ პატარებს მისი მიღებ...
გამოჩნდება თუ არა მარწყვი დახლებზე, პატარები მის დაგემოვნებას ითხოვენ. მნიშვნელოვანია, მშობელმა იცოდეს, რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის კენკრის მიცემა და რა რაოდენობით.​კენკრა, მათ შორის მარწყვი, ვიტ...
​საგაზაფხულო მარწყვის ტარტი „მასტერშეფის“ გამარჯვებულისგან
ამ ვიდეოში „მასტერშეფის“ გამარჯვებული ნუცა სურგულაძე საგაზაფხულო მარწყვის ტარტის რეცეპტს გთავაზობს.ცომისთვის დაგჭირდებათ : ფქვილი 250 გრამიშაქარი 100 გრამიკარაქი 100 გრამიკვერცხი 1 ცალირძე 2...
„შეუძლებელია, მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადეკვატურად გაირეცხოს“ - რა საფრთხეზე საუბრო...
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ გინდათ რომ პასკა ნოტიო და მძიმე გამოვიდეს, მაშინ MomsEdu.ge-ს რეცეპტი უნდა სცადოთ

თუ გინდათ რომ პასკა ნოტიო და მძიმე გამოვიდეს, მაშინ MomsEdu.ge-ს რეცეპტი უნდა სცადოთ

ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და დიასახლისები მზადებას აქტიურად იწყებენ. MomsEdu.ge ქალებს საქმეს გიადვილებთ და იდეალური პასკის რეცეპტს გთავაზობთ. 

​საჭირო მასალა:

  • კვერცხი - 10 ცალი;
  • შაქარი - 10 ჭიქა; 
  • ფქვილი - 3 კგ; (გაცრილი)
  • მარგარინი - 500 გრ;
  • კარაქი - 400 გრ;
  • რძე - 1 ლ; (ანადუღარი, თბილი)
  • არაჟანი - 800 გრ;
  • ზეთი - 1ჭიქა;
  • ქიშმიში - 300 გრ; (ყვითელი)
  • დროჟი - 4 ს.კ;
  • მარილი - 1 ჩ.კ;
  • ილი და მუსკატი - 1 ჩაის კოვზი;
  • პასკის ფერი - 10 გრ;
  • ვანილი - 6 ც;
  • მწიკვი მიხაკი და დარიჩინი;
  • კონიაკი - 1 ს.კ


საფუარის მომზადება:

დროჟი გავხსნათ ცოტა წყალში + თბილი რძე + გაცრილი ფქვილი. უნდა მივიღოთ თხელი მასა, შემდეგ ჩავდოთ დიდ ჭურჭელში და დაველოდოთ ამოსვლას. 

ცომის მომზადების წესი:

ავთქვიფოთ 10 ცალი კვერცხი, დავამატოთ შაქარი და ცალკე გამდნარი მარგარინი და კარაქი, არაჟანი, რძე, საფუარი, მარილი, ვანილი, კონიაკი, სუნელები, ფქვილი (ცოტ-ცოტა), ზეთი (ნახევარი ჭიქა). 

ცომი რომ ამოვა, ჩავზილოთ და შევურიოთ ქიშმიში და თანდათან დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთიც მოვასხათ. ცომი 2-3 ჯერ ჩავზილოთ, დავდგათ თბილ ადგილას იმისთვის, რომ კარგად ამოვიდეს. 

პასკის ცხობა:

ყალიბებს წავუსვათ ზეთი. ცომი ჩავაწყოთ ნახევრამდე და დაველოდოთ ცოტა ხანი ამოსვლას, შემდეგ შევდგათ ღუმელში და 150 გრადუსამდე ვაცხოთ დაახლოებით 1 საათი. გამოცხობის შემდეგ ყალიბები დავდგათ ცივ წყალში დასველებულ ტილოზე, რომ ადვილად ამოვიღოთ ყალიბებიდან პასკები. გაგრილების შემდეგ ზემოთ შეგიძლიათ მოასხათ შავი ან თეთრი მინანქარი და მოაყაროთ შაქრის პუდრა. 

გემრიელად მიირთვით. 


წაიკითხეთ სრულად