Baby Bag

ცხელ დღეებში სამზარეულოში დიდხანს ფუსფუსი რომ არ მოგიწიოთ, ნუცა მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი უგემრიელესი წასახემსებლის რეცეპტს გთავაზობთ

ცხელ დღეებში სამზარეულოში დიდხანს ფუსფუსი რომ არ მოგიწიოთ, ნუცა მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი უგემრიელესი წასახემსებლის რეცეპტს გთავაზობთ

ნუცა სურგულაძე უმარტივესად მოსამზადებელი ხემსის - ბრუსკეტას რეცეპტს გთავაზობთ. კერძი მსუბუქი, ჯანსაღი და ძალიან გემრიელია!

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • გახუხული პური
  • მწიფე პომიდორი
  • ხახვი
  • მწვანილი (რეჰანი, ბაზილიკი)
  • შესქელებული ბალზამიკო
  • ზეითუნის ზეთი
  • ორეგანო
  • მარილი
  • პილპილი

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში👇 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დე​დები

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში საახალწლო დეკორაციებით მორთული ულამაზესი შოკოლადები სადღესასწაულო სუფრის დასამშვენებლად?

როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში საახალწლო დეკორაციებით მორთული ულამაზესი შოკოლადები სადღესასწაულო სუფრის დასამშვენებლად?

კონდიტერმა მარიამ ჯოხაძემ სახლის პირობებში საახალწლო დეკორაციებით მორთული შოკოლადების დამზადების წესი გვასწავლა:

„მინდა, გასწავლოთ, როგორ დავამზადოთ ჩვენი ხელით შოკოლადის ფილა. შოკოლადი 45 გრადუსზე მუშავდება, შემდეგ უნდა ჩამოვიდეს 30 გრადუსამდე და უკვე მზად არის, რომ დავიწყოთ მომზადების პროცესი. დეკორაციები უნდა შეარჩიოთ თემატურად.“

„შოკოლადს დაფაზე რომ მოათავსებთ, ის უნდა დაიფერთხოს, რომ ჰაერი გამოვიდეს. მორთეთ თქვენი გემოვნებით. რძიან შოკოლადზე ყველაფერი არის ძალიან ლამაზი. არ დააჭიროთ დეკორაციას ხელი, როდესაც შოკოლადში დებთ. შემდეგ ფილას ვათავსებთ მაცივარში, რათა 15-20 წუთით დამუშავდეს. როდესაც გამზადდება, მთელი დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე უნდა იყოს. შოკოლადი საყინულეში არ უნდა მოთავსდეს,“- საახალწლო დეკორაციებით მორთული შოკოლადების მომზადების შესახებ მარიამ ჯოხაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად