Baby Bag

უგემრიელესი საახალწლო იდეალის მაფინების რეცეპტი ​„მასტერშეფის“ ფინალისტისგან

უგემრიელესი საახალწლო იდეალის მაფინების რეცეპტი ​„მასტერშეფის“  ფინალისტისგან

„მასტერშეფის“ ფინალისტმა მარიკა კოპალიანმა ტკბილეულის მოყვარულებს საახალწლო იდეალის მაფინების მომზადების წესი გააცნო:

„რადგან ახალი წელი მოდის, იდეალის მაფინები უნდა მოგიმზადოთ. ჩვენთან სახლში ყოველ წელს ტრადიცია გვაქვს, რომ მზადდება იდეალი. გადავწყვიტე გაგიკეთოთ კომბინაციაში იდეალის მაფინები. ცომისთვის გვჭირდება ფქვილი, შაქარი, ნიგოზი, კარაქი, კვერცხი, თაფლი, რძე და გამაფხვიერებელი.“

„ცომის გარდა ვაკეთებთ კრემს. ამისთვის დაგვჭირდება 250 გრამი მასკარპონე. შაქრის პუდრა - 70 გრამი, შედედებული რძე - 200 გრამი, გასაფორმებლად დაგვჭირდება მწვანე ფერი და ფსტას მუსი. იდეალის მაფინებს 170 გრადუსზე ვაცხობთ 40 წუთის განმავლობაში,“ - აღნიშნული რეცეპტი საზოაგდოებას მარიკა კოპალიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „უიქენდი“ გააცნო.

მაფინების მომზადების დეტალურ რეცეპტს გაეცანით თანდართულ ვიდეოში.

წყარო:​ „უიქენდი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის და ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მაისში ჯვრის დაწერის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრურწმენებზე ისაუბრა:

„მაისში ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ გნებავთ, სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით ოჯახებს, ვისთვისაც მაისში დამიწერია ჯვარი და არიან უბედნიერესები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის. ეს რუსული გადმონაშთი გახლავთ, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრის დაწერა. რუსულად ასე ჟღერს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, თუკი მაისში დაიწერ ჯვარსო. ეს არის სისულელეზე დიდი სისულელე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ცრურწმენა, რაც კი არის გავრცელებული საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად