Baby Bag

უგემრიელესი საახალწლო იდეალის მაფინების რეცეპტი ​„მასტერშეფის“ ფინალისტისგან

უგემრიელესი საახალწლო იდეალის მაფინების რეცეპტი ​„მასტერშეფის“  ფინალისტისგან

„მასტერშეფის“ ფინალისტმა მარიკა კოპალიანმა ტკბილეულის მოყვარულებს საახალწლო იდეალის მაფინების მომზადების წესი გააცნო:

„რადგან ახალი წელი მოდის, იდეალის მაფინები უნდა მოგიმზადოთ. ჩვენთან სახლში ყოველ წელს ტრადიცია გვაქვს, რომ მზადდება იდეალი. გადავწყვიტე გაგიკეთოთ კომბინაციაში იდეალის მაფინები. ცომისთვის გვჭირდება ფქვილი, შაქარი, ნიგოზი, კარაქი, კვერცხი, თაფლი, რძე და გამაფხვიერებელი.“

„ცომის გარდა ვაკეთებთ კრემს. ამისთვის დაგვჭირდება 250 გრამი მასკარპონე. შაქრის პუდრა - 70 გრამი, შედედებული რძე - 200 გრამი, გასაფორმებლად დაგვჭირდება მწვანე ფერი და ფსტას მუსი. იდეალის მაფინებს 170 გრადუსზე ვაცხობთ 40 წუთის განმავლობაში,“ - აღნიშნული რეცეპტი საზოაგდოებას მარიკა კოპალიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „უიქენდი“ გააცნო.

მაფინების მომზადების დეტალურ რეცეპტს გაეცანით თანდართულ ვიდეოში.

წყარო:​ „უიქენდი“

შეიძლება დაინტერესდეთ

არჩის პირველი შობა - სამეფო ოჯახი საშობაო ბარათს აქვეყნებს

არჩის პირველი შობა - სამეფო ოჯახი საშობაო ბარათს აქვეყნებს

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ საშობაო ბარათი გამოაქვეყნეს. შავ-თეთრ მისალოცზე პატარა არჩის, მეგან მარკლსა და პრინც ჰარის ვხედვთ.

„ჩვენი ოჯახი თქვენსას შობასა და ახალ წელს ულოცავს,“ - ვკითხულობთ ბარათზე.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს შვილი 6 მაისს შეეძინათ. პატარა 3,2 კგ დაიბადა. წყვილმა ახალშობილი საზოგადოებას 8 მაისს გააცნო

წაიკითხეთ სრულად