Baby Bag

„თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ომიკრონის შტამის მიმართ ყველაზე მაღალი დაცვის მქონე პირების შესახებ ისაუბრა:

„დღეისთვის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით ომიკრონთან მიმართებაში დაცულობის მასშტაბი ასე ლაგდება: ორი ვაქცინით აცრილი, მერე ბუნებრივი გზით გადატანილი, მერე ბუსტერული დოზით აცრილი და შემდგომ გადატანილი და ბუსტერული დოზით აცრილი ადამიანი. ჩვენ თუ შევხედავთ, ახლა ეს გრადაციაა.“

„ყველაზე სუსტი დაცვა აქვს ორჯერ ვაქცინირებულს, მერე აქვს შედარებით უფრო ყოჩაღი ბუნებრივად გადატანილს, ოღონდ ახლოს არიან ესენი ძალიან და რეინფიცირების რისკები ძალიან ახლო-ახლოა. შემდგომ ყველაზე ეფექტიანი დაცვა, თითქმის 75% და 90%-ს უახლოვდება მძიმე დაავადებისგან დაცვა სამჯერ აცრილ ადამიანებში, თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს. ასეთი ტერმინიც კი შემოიტანეს. ის არის ყველაზე დაცული,“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“


შეიძლება დაინტერესდეთ

არ შეხვიდეთ სახლში საგარეო ფეხსაცმლით!!!

არ შეხვიდეთ სახლში საგარეო ფეხსაცმლით!!!

​იაპონური კულტურის მიხედვით სახლში ფეხსაცმლით შესვლა არ შეიძლება. მიზეზი მარტივია. ისინი იატაკზე დამსხდარი ჭამენ და ძილითაც იატაკზე ძინავთ. ამიტომაც სახლში სისუფთავეს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. აზიაში იაპონელების მსგავსად სხვებიც იქცევიან... რაც შეეხება ევროპასა და ამერიკას, აქ ამ წესებს არავინ იცავს. 

მეცნიერების მტკიცებით, სანამ ადამიანი სახლში შევა, ფეხსაცმელი გარეთ უნდა დატოვოს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ოჯახში პატარა ჰყავს.

მიზეზი მარტივია, საგარეო ფეხსაცმლის ძირზე დაახლოებით 440.000 ბაქტერია სახლობს. არიზონას უნივერსიტეტის მკვლევარების ​მტკიცებით აღნიშნული ბაქტერიების უმრავლესობა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

როცა გარეთ დავდივართ (საზოგადოებრივ ტუალეტებში, მეტროებში, რესტორნებში...) ჩვენ გაუცნობიერებლად ისეთ რაღაცებს ვადგამთ ფეხს, რაც მილიონობით სხვადასხვა სახის ბაქტერიის მატარებელია. აღნიშნული ბაქტერიები კი განსაკუთრებით პატარებისთვის არის მავნე, რადგან მათ გაცილებით სუსტი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე მოზრდილებს. 

თუ შემოსასვლელში პატარა კარადას დადგამთ საგარეო ფეხსაცმელებისთვის, სახლში შესვლის წინ თქვენ არასდროს დაგავიწყდებათ ფეხზე გახდა. ამით დაზოგავთ დროსა და ენერგიას, რასაც იატაკების წმენდისას ხარჯავთ და სახლშიც არ შეიტანთ მილიონობით (ზოგიერთი სიცოცხლისთვის საშიშ) ბაქტერიას. 


წყარო: themindsjournal

წაიკითხეთ სრულად