„ეს ადამიანი (ამ პოსტის შემდეგ კოლეგას ვეღარ ვუწოდებ) არის ანტივაქსერული სექტის „რუხი კარდინალი”.
რუსეთის ოკუპაციურ ძალებს არ ჩაუდენიათ ისეთი მასშტაბური მავნებლობა/დანაშაული, რაც ამ ერთმა ადამიანმა ჩაიდინა.
არ მესმის, დღემდე სად არის ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და რეგულირების სააგენტო. როგორც მინიმუმ, ექიმის ლიცენზია უნდა შეუჩერდეს და, წესით, საერთოდ უნდა აეკრძალოს საექიმო პრაქტიკა.
ამაზე ყველა ჩუმად საუბრობს, მაგრამ ღიად, საჯაროდ ხმას ვერავინ იღებს …
ოფიციალური ვაქცინაციის გეგმა ქვეყანაში ჩავარდნილია და იცით, რატომ?! სახელმწიფო ატარებს „კანდელაკის” გეგმას. თუ მართალი არ ვარ, გისმენთ. გადახედეთ არა „ლოზუნგებს”, არამედ უშუალო ქმედებებს. რეალურად, მთავრობამ აირჩია „ჯოგური იმუნიტეტის” გზა.
პოსტ კოვიდზე არავინ ფიქრობს,“- აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.